USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
ირაკლი ღარიბაშვილი - მე მინდა გავაფრთხილო მტრული ძალები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ, რომ არ დავუშვებთ არეულობას და უმკაცრესად დაისჯება ყველა
Date:  568

ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიზანი ძალადობა, არეულობა, დესტაბილიზაციაა. მათ არ მოსწონთ რომ ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. მათი სურვილია ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. ეს იყო თავდაპირველი მიზანი, ეს რჩება სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მათ მიზნად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ ქვეყანაში არეულობას არ დაუშვებს.

„საზოგადოებამ დღეს დილით მოისმინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მზადდება არეულობა ქვეყანაში. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვაცნობეთ საზოგადოებას ამის თაობაზე, გავუმხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრი, რომელიც აქვს ჩვენს დესტრუქციულ ძალებს, ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, რომელსაც აქვს დახმარება ქვეყნის საზღვრებს გარეთ და მათაც, ნახეთ, რომ აქტიური ჩართულობა აქვთ უცხო ქვეყნებიდან. შემაშფოთებელია რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ჩამოდიან ქვეყანაში, აქ მართავენ ტრენინგებს. ეს ყველაფერი შენიღბულია იმით, თითქოს ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგს, თუმცა ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. ამ ხალხმა ალბათ ვერაფერი ვერ ისწავლა. ანალიზს ვერ უკეთებენ, ფაქტია, უკვე რამდენი წელი გავიდა და ისევ ჩარჩენილი არიან წარსულში. მათ ჰგონიათ, რომ ახლა არის 2003 წელი-ახლა არის 2023 წელი და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული, რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო დღეს არის ძლიერი და მტკიცედ დგას თავის სიმაღლეზე. მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ეს ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები, ასევე მათი მხარდამჭერები მის საზღვრებს გარეთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში. არ დავუშვებთ იმას, რომ ასეთმა დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ, ხელმეორედ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ გამოვიარეთ არაერთი კრიზისი ქვეყანაში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, იქნებოდა ეს სამოქალაქო არეულობა, ომები და უამრავი დესტაბილიზაცია. ეს არის ერთადერთი უწყვეტი პერიოდი მშვიდობის და სტაბილურობის, რომელიც ჩვენმა გუნდმა, ხელისუფლებამ მოიტანა ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვიცით რა არის მათი გეგმები, მათი მიზანი. მათი მიზანი არის რა თქმა უნდა, ძალადობა, არეულობა, დესტაბილიზაცია. მათ რა თქმა უნდა, არ მოსწონთ ის წარმატებები და კეთილდღეობა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. არ მოსწონთ, რომ დღეს ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. მათი სურვილი, რა თქმა უნდა არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. ეს იყო თავდაპირველი მიზანი, ეს რჩება სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მათ მიზნად“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way