USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო
თარიღი:  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და­ სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ყველას-ოთარ იოსელიანის ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო.

ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

თბილისი
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის