USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
ირაკლი ღარიბაშვილი - გამორიცხულია სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება, ასევე გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის
Date:  849

გამორიცხულია სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება, ასევე გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინაღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა კანონს პატივს არ სცემს და არ აღასრულებს თავის მოვალეობას.

"აბსოლუტურად არანაირი კომუნიკაცია, არანაირი თხოვნა უკრაინის მხრიდან არ ყოფილა. გამორიცხულია სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება, ასევე გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის. ეს ნიშნავს, რომ იმავე დღეს ჩვენ ყველამ, მთავრობამ უნდა დავწეროთ განცხადება და წავიდეთ სახლებში ან ერთი ან მეორე რომ გავაკეთოთ. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ კანონს საერთოდ არ ვცემთ პატივს და არ აღვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. უნდათ რომ დადგან თეატრი. მაგიტომ უნდა, რომ გადავიდეს კერძო კლინიკაში, რომ იქ ყოველ დღე იყოს ეს ქაოსი, დაპირისპირება. როგორ წარმოუდგენიათ, რომც გადავიყვანოთ, რომელი გიჟი დაიჯერებს, რომ ჩვენ სააკაშვილს ვინმეს გავატანთ, თუნდაც კერძო კლინიკიდან. ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს ამისთვის, სრული მზაობა. ეს არის სრული სისულელე, მაგრამ მე ვამბობ რომ ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველები, თუნდაც ასეთ რისკს არ გავწევთ და მისივე მხარდამჭერებს არ დავაყენებთ საფრთხის ქვეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 29-ე დღეა შიმშილობს.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way