USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ირაკლი ღარიბაშვილი - ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ თუ ასე ძალიან უნდათ მაინცდამაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება
Date:  408

ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ რომ არიან აქტიურები და ძალიან ვაჟკაცური, გაბედული პოსტებითრომ გამოირჩევიან - წავიდნენ და იომონ, არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, არამედ წინა პლანზე წავიდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ თუ ასე ძალიან უნდათ მაინცდამაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოპოზიციას, მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ამ პოპულისტ ფარისევლებს - რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ომში გარდაცვლილი?! ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ რომ არიან აქტიურები და ძალიან ვაჟკაცური, გაბედული პოსტებით, რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, არამედ წინა პლანზე წავიდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ თუ ასე ძალიან უნდათ მაინც და მაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება. ხალხი ბრძენია და ყველა კარგად ხედავს, მაგრამ ვინაიდან ყველა ასეთ ტრაგედიაზე ცდილობს რაღაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამიტომ ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს არის ამორალური და მათ არაფერი ესაქმებათ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, ან მის დაცვასთან. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი განცხადებებით გამოდიოდნენ ეს ომის პარტიის წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი ლომჯარია, რომ „გვირჩევნია ბომბები ცვიოდესო საქართველოში, თბილისში“. გამოდიოდნენ და ასეთი განცხადებით დაგვამახსოვრეს თავი. რა უნდა გაგვიკვირდეს ამ ადამიანებისგან საერთოდ?! ვინმეს გგონიათ, რომ ამ ადამიანებს უხარიათ ჩვენთან მშვიდობა სტაბილურობა და კეთილდღეობა რომ არის?! ჩვენ ყველას ძალიან არ მოგვწონს და ვართ შეშფოთებული რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ შეხედეთ, რა ხდება ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები როგორ იქცევიან. ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული, ამიტომ ჩვენს ნებისმიერ სიტყვას და ქმედებას სჭირდება ძალიან დიდი გააზრება და ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული და ჩვენს მაგივრად ნუ გაირჯებიან. მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ყოველდღე დილით და საღამოს ჩვენს ხალხს და საზოგადოებას იმისთვის, რაც მათ დამართეს ჩვენს ქვეყანას. ახლა ჩვენ გვაცადონ და გვადროვონ ქვეყნის მართვა“, - განაცხადა პრემიერმა.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way