USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილი - ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები, რაც ჩვენ მოვისმინეთ
თარიღი:  578

ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები, რაც ჩვენ გუშინდელ აქციაზე მოვისმინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით, აქციაზე აგრესიული სიტყვით გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ, გარდა იმისა, რომ ითხოვდნენ ხელისუფლების გადადგომას, რაც „მათი ოცნებაა“.

,“მინდა ჩემი მოსაზრება და შეფასება ვუთხრა ჩვენს ხალხს გუშინდელ აქციაზე. ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები, რაც ჩვენ მოვისმინეთ. გზავნილები მაგალითად, იმის თაობაზე, რომ აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას, რაც გასაგებია და ნორმალურია, ეს არის მათი ოცნება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის