USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილი - ე.ი. არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე გინდათ კომენტარი გავაკეთო?!
თარიღი:  471

ე.ი. არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე თქვენ გინდათ რომ მე გავაკეთო კომენტარი?! მე არახამიას ნათქვამზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მას არავინ არ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ საკუთარ თავს! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინელი მაღალჩინოსნის დავით არახამიას „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს.

პრემიერის შეფასებით, დავით არახამიას მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ის და „რადიკალური ოპოზიცია“ საქართველოში კოორდინაციაში არიან.

„ერთი მინდა ვთქვა - უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დიდი დამანგრეველი ომის მალე დასრულებას. ერთი რამ მინდა კიდევ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არახამია და ჩვენი ექსტრემისტული რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგაც და დღესაც. კოორდინაციაში არიან ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო - გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია არის პირდაპირ ჩართული ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და მას არავინ არ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ საკუთარ თავს. ერთი რამ მინდა ვთქვა, უკრაინას ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის