USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად
дата:  268

დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს და მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება მიუღებელია.

„მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არც ერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი რამდენიმე წლის წინ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, გახსოვთ ალბათ, ჩემივე ინიციატივით, ექვსი წლის წინ გამოვედით და ვთქვით, რომ საჭირო იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფიცინიციის განსაზღვღრა და ჩაწერა, რაც ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა მოგვიანებით. ამით ეს საკითხი დარეგულირდა.

ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერი, სადაც თანაცხოვრების არაერთი მაგალითი გვაქვს და ჩვენს ერში არასოდეს არც ერთ წარმომადგენელს, იქნება ეს რელიგიური, თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ადმაიანები, არასოდეს ჰქონიათ პრობლემა. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გვამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია, ამას ვგებულობთ როგორც მოცემულობას და ჩვენ გვესმის მათი სურვილები, მათ კონსტიტუციური უფლებაა.

დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. შსს მუდმივ კონტაქტზეა მარშის ორგანიზატორებთან, მათ განემარტთათ, რომ მათ აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати