USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სასამართლო ბევრად წინ უსწრებს EU-ს წევრების სასამართლო სისტემას
Date:  283

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოში დღეს არსებული სასამართლო სისტემა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემებს წინ უსწრებს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა განცხადება ევროკავშირის 75 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებაზე უარის თქმის მიზეზების კიდევ ერთხელ განმარტების დროს გააკეთა და დასძინა, რომ "საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირება გრძელდება".

საქმე ის არის, რომ  2020 წლის სექტემბერში EU-საქართველოს შორის ბრიუსელში გაფორმებული €150 მილიონის ოდენობის სასესხო შეთანხმებაში ჩადებული იყო წინაპირობები, მათ შორის კი უმთავრესი სასამართლო სისტემის დეპოლიტიზაცია და მისი სტრუქტურული რეფორმირება იყო. 2020 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ დადო პირობა, რომ ამ ცვლილებების განხორციელებას დაიწყებდა, რაც ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების საბაბი იქნებოდა. ამ პერიოდში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო. სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულება ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამაც აიღო, რაც ე.წ. “შარლ მიშელის შეთანხმების” ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენდა. 2021 წლის 28 ივლისს, “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ “შარლ მიშელის” 19 აპრილის შეთანხმებიდან გადიოდა და შესაბამისად, არც ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს კი თავის მხრივ ნიშნავდა იმასაც, რომ მთავრობა არც მაკროფინანსური დახმარების წინაპირობის შესრულებას გეგმავდა.

„ჩვენს მოსახლეობას უნდა ავუხსნათ - მთავრობამ  2020 წელს აიღო სესხი 150 მლნ ევროს ოდენობით. ამ თანხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან, მეორე ნახევარი, როგორც მაშინ გადწყდა, მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. მინდა ყველას შევახსენო და მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც გამოდიან მსგავსი განცხადებებით, ყველას გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“; მას შემდეგ კი არაერთი რეალური რეფორმა გავატარეთ.

სასამართლო რეფორმის 4 ტალღა გავატარეთ, რამაც რეალურად ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა ეს სისტემა. ამას გარდა, მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოში დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ დღეს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ამას ადასტურებს კვლევები, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვები. სასამართლო რეფორმა გაგრძელდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way