USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე განახევრდა და ქვეყნის ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა
Date:  

 

ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად, განახევრდა. 2012 წელთან შედარებით, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა.

„2012 წელს, უმუშევრობის დონე დაახლოებით 27% იყო. შარშან, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა, ასევე შემცირდა სიღარიბე და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, 15%-მდე ჩამოვიდა სიღარიბე. წელს, სამივე კვარტალში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა. მესამე კვარტლის მდგომარეობით, კვარტალურ ჭრილში რომ ვთქვათ, დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი და უმუშევრობის მინიმალური დონე ფიქსირდება. უმუშევრობის დონე მცირდება სამუშაო ძალის და დასაქმების ზრდის პარალელურად; წელს, მაგალითად, მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 15.6% იყო, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე რეკორდული, მილიონ 366 000-ს მიაღწია.

ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა. 2012 წელთან შედარებით, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.

ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი.

ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, გაზრდილია 1.5-ჯერ – 245 000-ით.

მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ასევე გაიზარდა. მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, 71%-ით არის გაზრდილი – 119 000-დან 205 000-მდე გაიზარდა.

ახლად რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა, შარშან, 2012 წელთან შედარებით, თითქმის, გაორმაგდა 40 000-დან 77 000-მდე.

ბიზნესსექტორის ბრუნვის მონაცემები მინდა გაგიზიაროთ, 2012 წელთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, 42 მილიარდი ლარიდან 181 მილიარდ ლარამდე.

ეს არის ბოლო 10-11 წლის მონაცემები, შედარება რომ გავაკეთოთ.

ასევე, 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, გაზრდილია 3-ჯერ ბიზნესსექტორის გამოშვება, 23 მილიარდი ლარიდან 71 მილიარდ ლარამდე.

უკვე წელს, იანვარ-სექტემბერში ბიზნესსექტორის ბრუნვა 12.6%-ით გაიზარდა, 143 მლრდ. ლარი შეადგინა ბიზნესსექტორის ბრუნვამ, ხოლო ბიზნესსექტორის გამოშვებამ 54 მლრდ. ლარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, ამასთან, მაღალი იყო სიღარიბე.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, როგორი ეკონომიკა ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს. შეგახსენებთ, რომ მაშინ ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, თითქმის 30%-ზე მეტი იყო სიღარიბე, უმუშევრობაც ამდენივე. ქვეყანაში არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. ბიზნესი დემოტივირებული იყო, ბიზნესს მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები ჰქონდა. ქვეყანაში დამყარებული იყო ავტოკრატიული რეჟიმი, უსამართლო, რომელიც მოქალაქეებს ჩაგრავდა, ომ გამოვლილი მოქალაქეებს, იმ ომ გამოვლილ მოქალაქეებს, რომელიც იმ ხელისუფლებამ ვერ აარიდა თავს და 20 % არის ოკუპირებული.

მაშინ, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იყო, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი, 2024 წელს გახდება 86 მილიარდი ლარი. ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, 27 მილიარდი ლარიდან, 86 მილიარდ ლარამდე. 2012 წელს ბიუჯეტი იყო 8 მილიარდზე მეტი, დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი, აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში. ბოლო 11 წელიწადში 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის.

„ბოლო 2 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. წელსაც, მიუხედავად დიდი გამოწვევებისა და კატაკლიზმებისა, რომელიც რეგიონსა და მსოფლიოში ხდება, ჩვენ მოვახერხეთ ბოლო 2 წელი 10 % -ზე მეტით გაგვეზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. წელს 7%-ის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ინფლაციის სრული კონტროლი მოვახერხეთ, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ არის. 1%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა. ეს წნეხი მთლიანად მოიხსნა. გასულ წელს მთავარი გამოწვევა იყო ფასები და ინფლაციის ზრდა, ეს რისკებიც და საფრთხე მთლიანად მოხსნილია, შეიძლება ამაყად ითქვას, ამ წლის მუშაობის შედეგია ინფლაციის მართვა და კონტროლი. მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way