USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილი - ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური
თარიღი:  460

რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური - ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის მთავრობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი გამოწვევაა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

„დიდი პატივია ჩემთვის, წარმოგიდგინოთ მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. კარგად მოგეხსენებათ, რომ საანგარიშო პერიოდი მსოფლიოსთვის ურთულეს, გამწვევებით აღსავსე პერიოდს მოიცავს. ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვუყურებთ, რომ იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, მთავარი ამოცანა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა და რაც მთავარია, ასეთ ვითარებაში ძლიერი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება,“ -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის