USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
ირაკლი ღარიბაშვილი - 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მლრდ ლარით გაიზარდა
Date:  437

ბოლო 2 წლის განმავლობაში გვაქვს ძლიერი, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 3 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მლრდ ლარით გაიზარდა.

„მინდა უფრო დეტალურად მოგახსენოთ ჩვენს მიერ გაწეული საქმიანობა. დავიწყებდი, ზოგადად, ეკონომიკის მიმოხილვით. ბოლო 2 წელი გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე მინდა ვთქვა, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 50 მლრდ ლარი, 2021 წელს იყო 60 მლრდ, შარშან იყო 72 მლრდ ლარი და წელს ველოდებით, რომ მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მლრდ ლარი. 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მლრდ ლარით გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით წელს ეს მაჩვენებელი იქნება 8 200 დოლარი. შეგახსენებთ, რომ 3 წლის წინ, 2020 წელს, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 4 500 დოლარი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ე.წ. საგარეო მოწყვლადობა. შარშან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-თან მიმართებით 6.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და ისტორიულ მინიმუმს - 4.1%-ს გაუტოლდა. ჩვენ თუ შევადარებთ, 2012 წელს მშპ-თან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, რომელიც 2-ჯერ უფრო მაღალი იყო, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა“, - განაცხადა პრემიერმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way