USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ირაკლი ალასანია - გზა ოპოზიციის ლიდერობიდან სამშენებლო ბიზნესამდე
дата:  1214

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია უძრავი ქონების ბიზნესში არის ჩართული. ტელეკომპანია პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში ირაკლი ალასანიამ საკუთარი ბიზნესაქმიანობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას უწყობს ხელს.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ირაკლი ალასანია შვიდი კომპანიის დირექტორია, მათ შორისაა საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია კინორი და სოდი ინვესტმენტი. აღნიშნული საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელია ფრანგი ბიზნესმენი დომინიკ რომანო, რომლის უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Guibor-ი საქართველოში პროექტებს 2018 წლიდან ახორციელებს. ჯგუფის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია თბილისში ყოფილი კინოსტუდიის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარება, ასევე დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 150-ნომრიანი სასტუმროს და სავაჭრო ცენტრის განვითარება. დეველოპერულმა კომპანია “კინორმა” კი თბილისში ვაშლიჯვარში საცხოვრებელი კორპუსი უკვე ააშენა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, უცხოური ინვესტიციების განხორციელების პროცესში დახმარებით, ის ქვეყნის ეკონომიკაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

“შემომაქვს ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში.

მგონია, რომ დღეს ასე უფრო მეტს ვმატებ ქვეყანას.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემომაქვს ქვეყანაში და ამით ვეხმარები დღეს ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდა და კიდევ დასაქმდება. ამით ვარ დღეს დაკავებული,”- განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

ირაკლი ალასანია ამბობს, რომ მისთვის პოლიტიკა საინტერესო არ არის და ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციის შემოტანით არის დაკავებული. აშენებს კორპუსებს, სასტუმროებს და აპარტამენტებს. საცხოვრებელი კომპლექსი ლისის გზაზე, კინო ქალაქი აღმაშენებლის გამზირზე, მსოფლიო ბრენდის სასტუმრო იბისი ქუთაისის აეროპორტთან და მაღალი კლასის სასტუმრო ბათუმის ისტორიული ბანკის სალაროს შენობის ნაცვლად.

რატომ ჩაანაცვლა დეველოპერულმა ბიზნესმა მისი ინტერესი პოლიტიკის მიმართ? - არადა პოლიტიკიდან გასვლამდე 2016 წლის 22 მაისს ამბობდა, რომ ივანიშვილთან ბრძოლას არასდროს შეწყვეტდა თუნდაც ეს ციხის ფასი დაჯდომოდა.

ირაკლი ალასანია ახლა ბიძინა ივანიშვილზე აღარ ლაპარაკობს. არის თუ არა დღეს ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნის მთავარი პრობლემა რაზეც ალასანიას თანამოზარეები დასავლეთიდან ხმამაღლა საუბრობენ მას ამ კითხვაზე ასეთი პასუხი აქვს ბიძინა ივანიშვილი " საერთოდ არ აინტერესებს". 

ირაკლი ალასანია, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ხუთი კომპანიის დირექტორი და ერთის მეწილეა.

 

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати