USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ირაკლი - კობახიძე - ოპოზიცია 12 ათასზე მეტ ადამიანს ვერ შეკრიბავს მიტინგზე და პარტიების უდიდესი ნაწილი და „ნაცმოძრაობის“ ნახევარზე მეტი პარლამენტში შევა
дата:  380

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი აქცია კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გარდა, სხვა რისკის შემცველი არ არის.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიციას დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება აქვს დაგეგმილი, თუმცა, მათი მონაცემებით, ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ.

„რეალურად, არავითარი რისკის შემცველი ეს აქცია არ არის, გარდა ერთისა, ეს არის კოვიდის გავრცელება. მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება, სამწუხაროდ, ახლა იგივეს აპირებენ თბილისში და სხვა რაიონებში, რაც ამ პოლიტიკური ძალის სახის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს, დაგეგმილი აქვთ დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება, თუმცა, ჩვენი მონაცემებით, ისინი ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ გეგმებს, კოვიდის გავრცელების გარდა, აღსრულება არ უწერია“,-განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას პროტესტის შენარჩუნების რესურსი არ აქვს.

„მათ დღის და ღამის განმავლობაში აქვთ თითქმის 20 საათი იმისთვის, რომ გააპროტესტონ. მათ რეალურად არ აქვთ პროტესტის შენარჩუნების რესურსი და სხვა რამეებში მიზეზებს ნუ ეძებენ, ეს არის ჩემი მოწოდება“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ამისთვის მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს. ბარიერგადალახული პარტიების უდიდესი ნაწილი და „ნაცმოძრაობის“ ნახევარზე მეტი პარლამენტში შევა.

„ამას უკვე დღეები გვიჩვენებს. გაირკვევა ყველაფერი უახლოეს მომავალში, გაირკვევა ის, რომ პარტიების უდიდესი ნაწილი და ალბათ ყველა პარტია, მათ შორის, „ნაცმოძრაობაც“ მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში. ეს არის დღევანდელი განწყობა, რაც არის ოპოზიციურ სპექტრში და ეს განწყობა დღევანდელი აქციის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება.

ფორმებს და მეთოდებს მე ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ დაგიდასტურებთ იმას, რომ აქტიურად ვმუშაობთ მრავალპარტიული პარლამენტისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც ეს არის - ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველოში შედგეს მრავალპარტიული პარლამენტი. ამ მიზანს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ.

რაც შეეხება ყიდვას, გარწმუნებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ იმ პარტიების უმრავლესობას, რომელთანაც დღეს აქვს მოლაპარაკება, ვერ იყიდის“, - განაცხადა კობახიძემ.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати