USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
Тбилиси
იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, თბილისის მერიამ სუბიექტი 30 000 ლარით დააჯარიმა
дата:  762

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, რაზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სუბიექტი 30 000 ლარით დაჯარიმდა.

„წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული იყო ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ არსებული საჩოგბურთო კორტები, სადაც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. მოსახლეობის თხოვნითა და ჩვენი ჩართულობით, მოვახერხეთ და ეს ტერიტორია დედაქალაქს დავუბრუნეთ, რომლის შემდეგაც, გამოვაცხადეთ აუქციონი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მასზე სპორტული კომპლექსის მოწყობის მიზნით განვკარგეთ. მას ჰყავს კერძო მესაკუთრე, რომელსაც ვალდებულება გააჩნია. სპორტული კომპლექსი მოიცავს სამი საჩოგბურთო კორტის მშენებლობას. ტერიტორიაზე მოეწყობა საცურაო აუზი, ფიტნეს-დარბაზი, ასევე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებისა და სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებული სივრცეები. კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულია, დაახლოებით, 5 000 000 ლარზე მეტის ინვესტიცია.

აღნიშნულ ობიექტზე, რამდენიმე დღის წინ, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, უსაფრთხოების ნორმები დაირღვა. კერძოდ, სართულშუა გადახურვის კონსტრუქციების მშენებლობისას ნაწილობრივ ჩამოიშალა საქარგილე მასალა. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და სუბიექტი დაჯარიმდა 30 000 ლარით, მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და კომპლექსი 2026 წლის პირველ ივნისამდე დასრულდება.

„ჩვენი რეაგირების გარდა, თავად კომპანიის მხრიდანაც გადაიდგა დაუყოვნებლივი ნაბიჯები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშენებლობის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს. კომპანიას, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, ჰყავს აკრედიტებული ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც ადგილზე აკონტროლებს მშენებლობის ეტაპებს, მისი მიმდინარეობის ხარისხსა და შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ობიექტის პირველადი შეფასებითა და წარმოდგენილი დასკვნით, მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა უზრუნველყოფილია და საქარგილე მასალის ჩამოშლას გავლენა არ მოუხდენია შენობის მდგრადობაზე. სამუშაოების დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება 2026 წლის პირველ ივნისამდე მოხდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати