USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
იპოდრომის ტერიტორიაზე 77-სართულიანი ცათამბჯენისა და 6 მოზრდილი შენობის აშენება იგეგმება
Date:  1105

 

„ცენტრალ პარკ ავენიუ“ იპოდრომის ტყეში მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის გაშენებას აპირებს. ამ მოთხოვნით თბილისის მერიაში უკვე შევიდა პროექტი.

პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ იპოდრომის მოედნის გვერდით მდებარე ტყეში 7 შენობა აშენდება, მათგან ყველაზე დაბალი 21-სართულიანი, ყველაზე მაღალი კი 79-სართულიანი იქნება. იმ ტერიტორიის ფართობი 80 145 კვ.მ-ია.

იქვე უნდა მოეწყოს ავტოსადგომი 5500 ავტომობილზე. აქვე ნათქვამია, რომ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მიზანია საფეხმავლო კულტურის განვითარება და “ავტომობილებზე ორიენტირებული დაგეგმარების თავიდან აცილება”.

„საპროექტო გადაწყვეტით ტერიტორია იყოფა 2 ნაწილად, N1 მიწის ნაკვეთზე განთავსდება სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები, ხოლო N2 ნაკვეთი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით“, - ვკითხულობთ საპროექტო დოკუმენტაციაში.

პროექტის ავტორია ესპანური არქიტექტურული კომპანია Chapman Taylor-ი.

გეგმა: მულტიფუნქციურ კომპლექსში 7-დან ორი შენობა ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება
გეგმა: მულტიფუნქციურ კომპლექსში 7-დან ორი შენობა ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება
გეგმით, მიწის ნაკვეთზე სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობების გარდა, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი სივრცეებია
გეგმით, მიწის ნაკვეთზე სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობების გარდა, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი სივრცეებია
ცათამბჯენებზე ხედი თამარაშვილის ქუჩიდან
ცათამბჯენებზე ხედი თამარაშვილის ქუჩიდან

იპოდრომის ტყე საბურთალოს რაიონში, მიხეილ თამარაშვილისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები, აღმოსავლეთით - იპოდრომის ცენტრალური პარკი, ხოლო დასავლეთით - თამარაშვილის ქუჩა.

 

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way