USD 2.6936
EUR 3.1394
RUB 3.3040
Tbilisi
იოსებ არჩვაძე - არა მხოლოდა რიცხვითა რწმუნდების ადამიანი
Date:  531

მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, 2640 მილიარდერია, მათგან ყველაზე მეტი აშშ-ზე მოდის (735), საიდანაც მილიარდერებით ყველაზე „დახუნძლული“ შტატი კალიფორნიაა. - 186 მილიარდერი მორჭმით უძღვება საკუთარ მრავალმილიარდიან აქტივებს შტატში, რომელიც თავისი სამამულო პროდუქტით (3598 მლრდ. აშშ დოლარი) თურქეთს ტოლს არ უდებს და დამოუკიდებელი სახელმწიფო რომ ყოფილიყო, ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 11-ე ადგილს დაიკავებდა. აშშ შტატებს შორის მილიარდერთა რაოდენობით ათეული წლების განმავლობაში უკონკურენტო ლიდერი ნიუ იორკი (ამჟამად - 135 მილიარდერი) კალიფორნიას უკვე საგრძნობლად ჩამორჩება.

ამასთან, ამერიკის 50-დან 8 შტატს (ალაბამა, ალიასკა, კონეკტიკუტი, დელავერი, ნიუ ჰემპშირი, ნიუ მექსიკო, ვერმონტი, დასავლეთ ვირჯინია) არა ყავს არც ერთი მილიარდერი. კიდევ 8 შტატი (აიდაჰო, აიოვა, კენტუკი, ლუიზიანა, მენი, როდ აილენდი, სამხრეთი კაროლინა, სამხრეთი დაკოტა) მხოლოდ თითო-თითო მილიარდერით „კმაყოფილდება“.

ამერიკის იმ შტატებში, რომლებსაც მილიარდერები არ „სწყალობენ“, 15 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და თითქმის 1.2 ტრილიონი დოლარის სამამულო პროდუქტი იქმნება - 76.8 ათასი აშშ დოლარი მოსახლეობის ერთ სულზე. ამ შტატებზე მოდის აშშ-ის ტერიტორიის 23.5 პროცენტი, მოსახლეობის 4.5 პროცენტი, სამამულო პროდუქტის 4.3 პროცენტი... „უმილიარდეროდ დარჩენილი“ შტატები თავს სრულებითაც არ გრძნობენ დაჩაგრულად. - ისინი ეკონომიკური განვითარებით (მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული პროდუქტით) აშშ-ის საშუალო დონეს მხოლოდ 3.5 პროცენტით ჩამორჩებიან. ასეთი შტატები ერთად, ცალკე სახელმწიფო რომ ყოფილიყო, მსოფლიოში დაიკავებდა: 74-ე ადგილს - მოსახლეობის რიცხოვნობით (შედარებისათვის - საქართველო ამ მაჩვენებლით 130-ე ადგილზეა), 32-ე ადგილს - სამამულო პროდუქტის მთლიანი მოცულობით (მალაიზიასა და კოლუმბიას შორის; საქართველო 82-ე ადგილზეა), 11-ე ადგილს - ტერიტორიით (ალჟირსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის; საქართველო - 119-ეა), 10-ე ადგილს - სამამულო პროდუქტით მოსახლეობის ერთ სულზე (აშშ-სა და დანიას შორის; საქართველო - 75-ეა).

ისე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის დასახასიათებლად მილიარდერებზე მეტად დოლარული მილიონერების რაოდენობა გამოდგება, უფრო სწორად, მილიონერთა წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში. აშშ-ის „უმილიარდერო შტატებში“ მოსახლეობის დაახლოებით 7.3 პროცენტი მილიონერია (ყოველი 14-ე მცხოვრები). ისინი ქმნიან სამუშაო ადგილების უმრავლესობას და განსაზღვრავენ ბიზნესისა და საინვესტიციო აქტივობის საერთო დონეს.

და ეს კანონზომიერია არა მარტო აშშ-სთვის, არამედ ზოგადად, გლობალური მასშტაბითაც. ამისათვის კარგ მაგალითად იაპონიისა და ინდოეთის შედარებაც გამოდგება.

იაპონია ამჟამად ეკონომიკური განვითარებით (წარმოებული სამამულო პროდუქტით მოსახლეობის ერთ სულზე) ინდოეთს უსწრებს 5.7-ჯერ (შესაბამისად, 52.1 ათასი აშშ დოლარი და 9.2 ათასი აშშ დოლარი). ინდოეთი, რომელიც ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მხოლოდ 127-ე ადგილზეა, მილიარდერთა რაოდენობით (169) მესამე ადგილზეა (აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ). მას 4.2-ჯერ მეტი მილიარდერი ყავს ეკონომიკური განვითარების დონით გაცილებით წინ მდგომ იაპონიასთან შედარებით (34-ე ადგილი; 40 მილიარდერი). მაგრამ ინდოეთი მილიონერთა რაოდენობით პირწმინდად აგებს ამომავალი მზის ქვეყანასთან (ინდოეთი - 796 ათასი, იაპონია - 3366 ათასი მილიონერი) - ყოველ მილიარდერზე იაპონიას ინდოეთთან შედარებით 17.9-ჯერ მეტი მილიონერი ყავს. ამასთან, თუ იაპონიის მოსახლეობიდან დოლარული მილიონერი ყოველი 37-ე მცხოვრებია, ინდოეთში ასეთები მხოლოდ 1795-ეა, ანუ 48.5-ჯერ ნაკლები. მთელი „საიდუმლო“ იმისა, თუ რატომ ყავს 11-ჯერ ნაკლები მოსახლეობის მქონე იაპონიას ინდოეთთან შედარებით სულ ცოტა, ოთხჯერ მეტი მილიონერი, განპირობებულია არა მარტო ზემოხსენებულ ეკონომიკური განვითარების შედარებით მაღალი დონით, არამედ შემოსავლების განაწილების უთანაბრობის ხარისხითაც. შემოსავლების უთანაბრობის უაღრესად მგრძნობიარე მაჩვენებელი - ჯინის ინდექსი - ინდოეთში 1.5-ჯერ უფრო მაღალია იაპონიასთან შედარებით.

რა შეიძლება ამ ასპექტით ითქვას საქართველოზე?

ქვეყანაში, სადაც ოჯახის წლიურ 40 ათასზე მეტი ლარის შემოსავალზე მიბმულ ქონების გადასახადს მხოლოდ 40 ათასი გადამხდელი ყავს, ძნელია ისაუბრო ათასობით მილიონერზე, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს და შემოსავლების უთანაბრობის კოეფიციენტს, რომელიც, მიუხედავად ბოლო წლებში შემცირების ტენდენციისა, ინდოეთისას ჯერაც საგრძნობლად აღემატება, შეიძლება მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვათ... ასევე, შეგვიძლია ვისურვოთ, რაც შეიძლება მალე საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის პროპორციულად იმდენივე მილიარდერი და მილიონერი ყოლოდეს, რამდენიც ამერიკის ყველაზე მდიდარ შტატს - კალიფორნიას ყავს. „საქართველოს მასშტაბებისათვის“ ეს 18 მილიარდერი და 109 ათასზე მეტი მილიონერია. - ეს ხომ იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს ეკონომიკაც და მოსახლეობის შემოსავლებიც შესაბამისად გაიზრდება...

სურვილის მასშტაბურობამ კი არ უნდა „შეგვაშინოს“. - სურვილსა და ოცნებას, რომ იტყვიან, კაცი არ მოუკლავს. თანაც, წინასაახალწლო დღეებში სურვილების ჩათქმისთვის საუკეთესო დროა. - სახარებაც ხომ გვეუბნება: ითხოვეთ და მოგეცემათო...

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ სურვილების და ოცნებების ასრულებას!

მიყევით ბმულს - იოსებ არჩვაძე

tbilisi
აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელდა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელა.
 დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობზე, 55-მდე თარგი გამწვანდა, სადაც:
  •  მოეწყო სარწყავი სისტემა
  •  შევიდა 850 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი და 17 კუბური მეტრი მულჩი
  •  დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი
  •  800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი
 გამწვანების სამუშაოები მიზნად ისახავს ქუჩის ვიზუალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way