USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
იორდანიის დედოფალი რანია აცხადებს, რომ ისრაელს არა ღაზის „ჰამასისგან“ გათავისუფლება, არამედ მისი ოკუპაცია სურს
дата:  338

იორდანიის დედოფალი რანია აცხადებს, რომ ისრაელს ღაზის არა „ჰამასისგან“ გათავისუფლება, არამედ მისი ოკუპაცია სურს. ამის შესახებ იორდანიის დედოფალმა CNN-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ თუ არ დავასახელებთ ამ მთავარ მიზეზებს, მაშინ თქვენ შეგიძლიათ, მოკლათ მებრძოლები, მაგრამ ვერ მოკლავთ მიზეზს. ამ დანგრეული შენობების ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდება კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც უფრო მტკიცე და მოტივირებული იქნება, რათა გააკეთოს ის, რაც „ჰამასმა“ გააკეთა“, – განაცხადა იორდანიის დედოფალმა.

დედოფალი რანია აცხადებს, რომ არ ეთანხმება ისრაელის განცხადებას, რომ ის არ უმიზნებს მშვიდობიან მოსახლეობას.

„დაღუპულია 10 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 70% ქალი და ბავშვია. ისრაელელების მტკიცება, რომ ისინი მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას ცდილობენ, დაზვერვის შეურაცხყოფაა“, – აღნიშნა იორდანიის დედოფალმა.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати