სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ხუთსართულიან კორპუსში ხანძარს სულ მცირე 52 ადამიანი ემსხვერპლა.
საქალაქო ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად კიდევ 40 ადამიანი არის დაშავებული.
ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-ი იტყობინება.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, მეხანძღეებმა რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შეძლეს და ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.