ავტორი:ინგა მურუსიძე
ინვესტორი ვიღაც გზასაცდენილი ადამიანი არ არის, ის სტაბილურ გარემოს ეძებს, - ამის შესახებ "მენაშენეთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.
საქმე ისაა, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. საქსტატის თანახმად, ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა. საქსტატის მიხედვით, მთლიან ინვესტიციებში $560 მილიონი დოლარი რეინვესტიციებს წარმოადგენდა, რაც მთლიანად FDI-ის 90% იყო.
„ძალიან მარტივია, ინვესტორი ეძებს მშვიდ, პროგნოზირებად გარემოს. ინვესტორი არ არის ვიღაც გზასაცდენილი ადამიანი, ის არის ჭკვიანი მოქალაქე, რომელმაც თავის ქვეყანაში იშოვა ფული, ახლა ცდილობს გაზარდოს ბიზნესი. ჩემი პრაქტიკის მანძილზე, რამდენ ინვესტორთანაც მქონია საქმე, ჩვენი შეთავაზების შემდეგ, პროექტების განხილვის შემდგომ ისინი აქტიურად ესაუბრებიან ხოლმე თავიანთი ქვეყნების საელჩოებს, რომელთა პირდაპირი ფუნქციაა, რომ მიაწოდონ ინფორმაცია. ჩემი განცდით, საელჩოსთან პირველივე ინტერაქციით სრულდება ხოლმე ოცნებები საქართველოში ინვესტირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.
როსტომაშვილის თქმით, მიუხედავად სტაბილური ან არასტაბილური გარემოსი, მთავრობამ ინვესტორებს მაინც უნდა შეუქმნას შესაბამისი გარემო.
„ინვესტორს რაღაც მოლოდინი ხომ უნდა ჰქონდეს? მაგალითად ავიღოთ დეველოპერული სექტორი - ვინმე ჭკუათმყოფელი იტყვის, რა ვითარება იქნება საქართველოში 3 წლის შემდეგ? ან ლარს რა კურსი ექნება? გვეუბნებიან ბევრი ქვეყანაა, სადაც ჩვენზე უარესი მდგომარეობაა და ინვესტიციებს დებენო, მაგრამ მე ასეთი ქვეყანა არ ვიცი, თუმცა, სადაც მსგავსი რამ ხორციელდება, მიუხედავად არსებული ვითარებისა, მთავრობები ცდილობენ, რაიმე მხრივ ხელი შუეწყონ მათ.
ჩემი პოზიციაა, ვიმსჯელოთ კონკრეტულ პროქტებზე. ჩვენ ხომ ძალიან მაგრები ვართ სადღეგრძელოებში? კეთილი სურვილები რაღაც რეალურისკენ უნდა წავიყვანოთ, ნახევრად ხუმრობით, მივუწეროთ კეთილ სურვილებს, რომ ეს უნდა განხორციელდეს ამ წლამდე, ამის ბიუჯეტი არის ამდენი... გადავაქციოთ სადღეგრძელო ბიზნეს გეგმად, არ შეიძლება "გაუმარჯოს" ძახილით ვიაროთ ერთ წრეზე, 30 წელი. განვიხილოთ კონკრეტული პროექტები; საქმეებზე ვისაუბროთ და არა იმაზე, მე ჰესს ავაშენებ-არ ავაშენებ და ა.შ.“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
წყარო:https://bm.ge
ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.