USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
ინგა ქაშაკაშვილი-ამერიკაში მცხოვრები პიანისტი
Date:  624
მუსიკისადმი სიყვარული დედამ ბავშვობიდანვე ჩამინერგა. Მახსოვს, ადრეულ ასაკში, მასმენინებდა კლასიკური მუსიკის სხვადასხვა კომპოზიციებს. ბერლიოზის “ფანტასტიკური სიმფონია”, შოპენის ვალსები და ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი არის ის, რაც ჩემი ბავშვობის მეხსიერებას დღემდე შემორჩა. პროფესიის არჩევანზე არასოდეს არ მიფიქრია, ყოველთვის ვიცოდი, რომ პიანისტი უნდა გამოვსულიყავი.
 
სტუდენტური წლები კარგად მახსენდება, თუმცა გაუსაძლის პირობებში გვიწევდა მუშაობა: გაყინულ ოთახებში მეცადინეობა, კონცერტები ხშირად სანთლის შუქზე ტარდებოდა, ხელების გათბობის საშუალება კი თითქმის არ გვქონდა. Გასაოცარია, მაგრამ ზუსტად ამ პერიოდთან არის დაკავშირებული ჩემი პირველი გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე, ნიუპორტის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე, რაც პროფესორ ციცინო თოდუას დაუღალავი შრომის და თავდადებულობის ნაყოფია.
 
Ჩემს შემდგომ განვითარებას და პიანიზმის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო პიანისტმა და პედაგოგმა პროფესორ ნინო ქათამაძემ. Რამაც განაპირობა მეორე საერთაშორისო წარმატება უკვე ამერიკაში, იაკობ ფლიერის საერთაშორისო კონკურსზე. მას შემდეგ იწყება ჩემი მოღვაწეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც პიანისტ ეთერ ანჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული. მასთან გავემგზავრე 2003 წელს ჩიკაგოში, DePaul University-ში სასწავლებლად, Სადაც ჩავები ინტენსიურ საკონცერტო მოღვაწეობაში. უფრო მეტიც, Ჩვენი ურთიერთობა შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავდა და გადაიზარდა ახლო მეგობრობასა და თანამშრომლობაში. Რამოდენიმე კვირის წინ ერთად გამოვედით სცენაზე, არიზონაში, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა.
 
ამერიკაში მიღებული ცოდნა განსხვავდება იმით, რომ უფრო მეტად დამოუკიდებელი და ორგანიზებული ხარ. აქ ადამიანის მიზნების და ოცნებების რეალიზაცია ხდება, Თუმცა პასუხისმგებლობაც უფრო დიდია, რადგან უცხო ქვეყანაში იმყოფები და ყველაფერს შენით აგვარებ. 2004 წელს, Მაშინ, როდესაც მე და ჩემს მეუღლეს შვილი შეგვეძინა, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდით. Ხშირად ლექციებზე თოთო ბავშვით გვიწევდა დასწრება. კონცერტების დროს ბავშვს კულისებში ვტოვებდით და სულ იმის შიში გვქონდა, რომ ჩაძინებულ ჩვილს არ გამოღვიძებოდა და ტირილი არ დაეწყო. ღამეებს სწავლაში და მეცადინეობაში ვათენებდით. Რა თქმა უნდა, უამრავი სხვა სირთულეების დაძლევაც გვიწევდა, მაგრამ მიუხედავად ამ სიძნელეებისა, ბევრმა ჩვენთვის უცხო ადამიანებმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი. თუ ბოლომდე დაკონცენტრირდები შენს საქმეზე, არანაირი წინააღმდეგობა არ შეგიშლის ხელს შენი მიზნების და ოცნებების რეალიზებაში.
 
მჯერა, რომ პირველ რიგში ადამიანს მტკიცედ უნდა ჰქონდეს დასახული თავისი მიზანი, ხოლო ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა დიდი მოთმინება, შრომა და თავდადება. Რა თქმა უნდა, თვით პროცესიც და შემოქმედებითი გზაც უსაზღვრო სიხარულს და სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს მას. Მე დიდ სიხარულს მანიჭებს, როდესაც ვახერხებ კომპოზიტორის ჩანაფიქრის მსმენელისთვის მიწოდებას. განსაკუთრებით საინტერესო და ნაყოფიერია, როდესაც თანამშრომლობა ცოცხალ კომპოზიტორთან მიწევს. აი ამ პროცესში ვხვდები მომსწრე, როგორ იბადება მუსიკა ჩემს თვალწინ.
 
ყოველთვის ვცდილობდი ახალი მუსიკის უფრო ღრმად შესწავლას და სხვადასხვა კომპოზიტორთან თანამშრომლობას. Რა თქმა უნდა, ეს განაპირობა, პირველ რიგში, ჩემს მეუღლესთან, კომპოზიტორ გიორგი ოუქლისთან მჭიდრო შემოქმედებითმა კავშირმა, რამაც საშუალება მომცა, ახლებურად და უფრო ღრმად ჩავწვდომოდი მუსიკის ფილოსოფიურ და ესთეტიკურ მხარეს. ჩემს გულში
განსაკუთრებულ ადგილს ის კონცერტები იკავებს, რომლებშიც ახალი კომპოზიციის პრემიერას ვასრულებ. ამით კი, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ განებივრებული ვარ. მინდა გამოვყო რამდენიმე კონცერტი: დებიუტი Carnegie Hall-ში 2009 წელს, ჩიკაგოს კულტურის ცენტრში, Dame Myre Hess საკონცერტო სერიები, რომლის ტრანსლაცია WFMT რადიო-ში და ინტერნეტ ქსელში მიმდინარეობდა და აგრეთვე Საქართველოში 2020 წელს, ჯანსუღ კახიძის სიმფონიურ ცენტრში გამართული კონცერტი, სადაც 15 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად წარვდექი ქართველი მსმენელის წინაშე.
 
ყოველთვის ვცდილობ, რომ მიღებული ცოდნა კიდევ უფრო გავაღრმავო. Მუდმივად თვითგანათლების პროცესში ვიმყოფები. არასოდეს ვჯერდები მიღწეული შედეგით, ყოველთვის ახალ სიმაღლეებზე მსურს ავიდე. ეს არის ის, რასაც მე ახალგაზრდა მუსიკოსებს ვურჩევდი. ყოველთვის გჯეროდეთ, რომ თქვენს მიზანს აუცილებლად მიაღწევთ!
analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way