USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
Тбилиси
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - სურამის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა - გზა 16 აგვისტოს გაიხსნება
дата:  838

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის (სურამის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ავტოტრანსპორტისთვის ახალი გზა 16 აგვისტოს დილის 12:00 საათიდან გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სურამის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მშენებლობის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა.

„ახალი, 6.4 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალის მონაკვეთზე აშენდა 11 ხიდი და 5 გვირაბი. ეს მონაკვეთი ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა, გვერდს უვლის სურამსა და ჩუმათელეთს და უერთდება რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს.

გზა აშენებულია საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და აღჭურვილია თანამედროვე განათების სისტემით. პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და სრულად განტვირთავს სურამს ტრანზიტული სატრანსპორტო ნაკადისგან.

სამშენებლო სამუშაოები მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 265 მილიონი ლარი შეადგინა.

სურამის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტი ისარგებლებს თბილისიდან სამტრედიამდე 230 კმ უწყვეტი ჩქაროსნული გზით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს პროექტი არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ - "ვაქციოთ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ცენტრალურ, უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად".

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მასშტაბური საინჟინრო პროექტი - 6.4 კილომეტრი სიგრძის გზა, 11 ხიდითა და 5 გვირაბით, სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

“გასულ წლებში, ჩვენ გავხსენით რიკოთის ურთულესი მონაკვეთები და ბათუმის შემოვლითი გზა, დღეს კი, სურამის ამ მონაკვეთის გახსნით, თბილისიდან რიკოთის გვირაბამდე უკვე უწყვეტი ჩქაროსნული მაგისტრალი გვექნება. ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის ეს ნიშნავს შემცირებულ დროს, გაზრდილ უსაფრთხოებას და, რაც მთავარია, სურამისა და მიმდებარე დასახლებების განტვირთვას სატრანზიტო მოძრაობისგან. ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ინფრასტრუქტურა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ - ვაქციოთ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ცენტრალურ, უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად. ეს ნიშნავს შემცირებულ ლოგისტიკურ ხარჯებს, გაზრდილ ტვირთბრუნვას, ახალ სამუშაო ადგილებს და მზარდ ინვესტიციებს ჩვენი ქვეყნისთვის. პროექტის სარგებელი პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, რეგიონულ და გეოპოლიტიკურ პოზიციებს.ეს პერსპექტივა ყველაზე უკეთ ჩანს ციფრებში, რომელიც უკვე მიღწეულ შედეგებს და მათ მასშტაბებს ასახავს: ჩვენი ხელისუფლების პირობებში აშენდა 298 კილომეტრზე მეტი მაგისტრალური გზა. შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული, ”- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეტაპობრივად დასრულდება ყველა მიმდინარე პროექტი და დაიწყება ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ ვჩერდებით - ეტაპობრივად დავასრულებთ ყველა მიმდინარე პროექტს და დავიწყებთ ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობას; ამით ჩვენს მეზობლებთან ჩქაროსნული მაგისტრალებით კავშირი სრულად იქნება უზრუნველყოფილი,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

мир
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати