ინდურმა მთვარემავალმა „პრაგიანი“ დედამიწის თანამგზავრიდან პირველი მონაცემები გამოგზავნა. ამის შესახებ Press Times of India წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მთვარის ზედაპირი გაცილებით ცხელი აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერებს აქამდე მიაჩნდათ.
„ყველას გვეგონა, რომ ტემპერატურა ზედაპირზე 20-30 გრადუსი ცელსიუსი იქნებოდა, მაგრამ ის 70 გრადუსს შეადგენს“, - აცხადებენ სპეციალისტები.
„პრაგიანი“, რომელიც მთვარეზე სადგურმა „ჩანდრაიანი 3“ ჩაიყვანა, მთვარის ნიადაგის ტემპერატურას 10 სანტიმეტრის სიღრმეზე ზომავს. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, სპეციალისტებმა სხვადასხვა სიღრმეზე ტემპერატურის ცვალებადობის გრაფიკიც შეადგინეს.
„ეს მთვარის სამხრეთ პოლუსის პირველი მსგავსი პროფილია. დეტალური დაკვირვება გრძელდება“, - აცხადებენ მეცნიერები.
„ჩანდრაიანი 3“-ის მოდული „ვიქტრამი“ მთვარის ზედაპირზე 23 აგვისტოს დაჯდა. ეს პირველი აპარატია, რომელიც დედამიწის თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე მუშაობს.