USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ინდოეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 288 ადამიანი დაიღუპა და 900 დაშავდა
თარიღი:  598

ინდოეთში ოდიშას შტატში ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მატარებლების შეჯახების შედეგად 288 ადამიანი დაიღუპა და 900 დაშავდა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 19:20 საათზე ქალაქ ბალასორის მახლობლად მოხდა.

სამგზავრო მატარებლის სულ მცირე 10 ვაგონი რელსებიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულების ლიანდაგებზე დაეცა, სადაც ვაგონებს კიდევ ერთი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

www.bbc.com

 

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის