USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
ინდოეთში კორონავირუსის 379 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 645 ადამიანი გარდაიცვალა
дата:  673

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 379 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 3 645 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 204 832-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати