USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ინდოეთში ახალი მომაკვდინებელი ინფექცია "შავი სოკო" გავრცელდა
თარიღი:  1016

ინდოეთში ე.წ. „შავი სოკოს“ მომაკვდინებელი დაავადება, მუკორომიკოზი გავრცელდა. იშვიათი ინფექცია უკვე 8 800-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, - ამის შესახებ BBC წერს.

ექიმები ამბობენ, რომ არსებობს კავშირი აღნიშნული ინფექციის გავრცელებასა და სტეროიდების გამოყენებას შორის, რომელსაც კორონავირუსის მკურნალობისას მოიხმარენ. მათივე განმარტებით, რისკჯგუფში განსაკუთრებით მოიაზრებიან დიაბეტის მქონე პაციენტები.

არსებული ინფორმაციით, იშვიათი ინფექცია, ძირითადად, კორონავირუსისგან განკურნებიდან 12-18 დღის განმავლობაში ვლინდება.

მუკორომიკოზის შემთხვევათა ნახევარზე მეტი ორ შტატში - გუჯარათსა და მაჰარაშტრაში გამოვლინდა, თუმცა, მეტ-ნაკლებად, მან უკვე ყველა შტატი მოიცვა. 29 შტატში, შესაძლოა, ინფექცია პანდემიადაც გამოცხადდეს.

მუკორომიკოზით გარდაცვალების მაჩვენებელი, საშუალოდ, 50%-ია, თუმცა ინდოელი ექიმები ამბობენ, რომ ვითარების დამძიმების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, მან 94%-მდეც მიაღწიოს. ამ ინფექციით დაავადებული ადამიანების დიდ ნაწილს, განსაკურნებლად, თვალის დაკარგვაც კი უწევს, რადგან, უმეტესად, პროცესი თავში, თვალის არეში ვითარდება.

მუკორომიკოზი ძალიან იშვიათი ინფექციაა. ის გამოწვეულია მუკორის სახეობის ობის სოკოებით. ესაა მიკროსკოპული სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან ობს ორგანული სუბსტრატების ზედაპირზე. ჩვეულებრივ, ის გვხვდება ნიადაგში, მცენარეებში, სასუქებში და ლპობის პროცესში არსებულ ხილსა და ბოსტნეულში. ასევე - ჯანმრთელი ადამიანის ცხვრისა და ლორწოშიც კი. ის განსაკუთრებით საშიშია დიაბეტით, სიმსივნით ან აივ ინფექციით დაავდებული ადამიანებისთვის.

ინფექცია მაშინ ვითარდება, როდესაც ობის სოკო ადამიანის ტვინში, ფილტვებში ან ფისტულებში გაიდგამს ფესვებს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის