USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
Financial Times-მა ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა - თვლიდნენ მასხარად და დილეტანტად, მაგრამ აღმოჩნდა დიდი მთავარსარდალი
Date:  191
 
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა წლის ადამიანად დაასახელა.

გამოცემა წერს, რომ ზელენსკიმ გამოიყენა სოციალური მედია დასავლური სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად დაუღალავი კამპანიისთვის. მან დაარწმუნა ევროპელები, რომ გაიღონ პუტინთან დაპირისპირების უზარმაზარი ხარჯები და კიევს ევროკავშირში გაწევრიანების გზა შესთავაზონ.

„უკრაინის პრეზიდენტი გახდა დემოკრატიული სამყაროს ფლაგმანი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს 21-ე საუკუნის კურსი. ზელენსკი ასევე განასახიერებს უკრაინელი ხალხის გამბედაობას და გამძლეობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ამ მიზეზების გამო აირჩია Financial Times-მა ზელენსკი წლის ადამიანად“, - წერს Financial Times-ი.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ დღეებსა და კიევში დარჩენის გადაწყვეტილების გახსენებისას, ზელენსკიმ Financial Times-ს განუცხადა : „მე უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, ვიდრე მამაცი, ვერ ვიტან ადამიანების იმედგაცრუებას“.

გამოცემა წერს, რომ „რუსეთის შეჭრის დასაწყისში ზელენსკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დარჩენილიყო კიევში და არ დასთანხმებოდა აშშ-ის შეთავაზებას ევაკუაციასთან დაკავშირებით, ომის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მომენტი იყო, რომელმაც უკრაინელ სამხედროებსა და ხალხს წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდა. ეს მოულოდნელი იყო უკრაინელებისა და დასავლელი მოკავშირეებისთვის, რომლებსაც დაბალი მოლოდინები ჰქონდათ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისგან”.

 
 
ამონარიდები სტატიიდან:
„თებერვალში [რუსეთის] შეჭრამდე ბევრ უკრაინელს ის ეგონა მასხარა და დილეტანტი, რომელსაც არ შესწევდა უნარი, მიეღო გამოწვევა მაღალი თანამდებობის სახით, მაგრამ 44 წლის ზელენსკიმ მოახერხა ღირსეული ადგილი დაეკავებინა ისტორიაში იმის წყალობით, რომ არაჩვეულებრივი ლიდერობა და სიმამაცე გამოავლინა“.
"უკრაინამ განაცვიფრა მსოფლიო, როცა კიევის შტურმი მოიგერია და კონტრიერიშზე გადავიდა დონბასში. მან უკან დაიბრუნა რუსეთის მიერ ხელში ჩაგდებული ტერიტორიის ნახევარი. ახლა კი, ზამთრის დადგომასთან ერთად, უკრაინის ჯარები სამხრეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით მიიწევენ ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის დონბასისა და ყირიმის გასათავისუფლებლად.
„როგორც უინსტონ ჩერჩილი გამოდიოდა რადიოთი, რათა შეეკავშირებინა თავისი ქვეყანა ბლიცკრიგის დროს, ზელენსკიმ სოცქსელები გამოიყენა, რათა დაუღალავად ცდილიყო დასავლეთისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების მიღებას. მან თავისი ხალხის გასაჭირი ევროპისა და აშშ-ის ლიდერებზე ზეწოლის მორალურ ბერკეტად გადააქცია“.
„ზელენსკი ამავე დროს იქცა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და უდრეკობის განსახიერებად. სწორედ ამ მიზეზების გამო აღიარა Financial Times-მა ზელენსკი წლის ადამიანად“.
sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way