USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „უშველის უკრაინას ვალების ჩამოწერა?“
дата:  

 „თუ უკრაინას რუსეთთან საომარი დაპირისპირების გაგრძელება სურს, მაშინ კიევი კრედიტორებთან, მევალეებთან და სახელმწიფო ობლიგაციების მფლობელებთან მტკიცე და პირნათელი უნდა იყოს. რამდენადაც ვალების ნებაყოფლობით დაბრუნება ამჟამინდელ პირობებში შეუძლებელია, ქვეყნის ხელისუფლება მთელი სიმკაცრით უნდა შეეცადოს მათ შემცირებას მაინც“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უშველის უკრაინას ვალების ჩამოწერა?“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

ომები ძვირი ღირს. ბუნებრივია, რუსეთთან ომი უკრაინას მილიარდობით დოლარი უჯდება. კიევი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე იყო რთულ სიტუაციაში ვალების გამო და ამიტომ იძულებული გახდა კერძო კორპორაციების ვალების ნაწილობრივი რესტყრუქტურირება განეხორციელებინა. მაგრამ ახლა ქვეყანამ უნდა დააბალანსოს ომის წარმოებისთვის აღებული სესხები (ანუ საბრძოლო მოქმედების დაფინანსება), პარალელურად კი ძველი ვალები მართოს და მოემსახუროს.

ეს ძალიან რთულ მანევრს წარმოადგენს. კიევმა იმედები არ უნდა გაუცრუოს სუვერენულ და მრავალმხრივ კრედიტორებს, რომლებიც მას ფულს აძლევენ საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად და უკრაინულ ეკონომიკას ასე თუ ისე ეხმარებიან. უკრაინა მიმზიდველი უნდა იყოს კერძო ინვესტორებისათვის, როცა ეკონომიკის აღდგენა სერიოზულად დაიწყება. მაგრამ ეს ორი მიზანი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რადგან კიევს პრობლემები აქვს - სად უნდა განათავსოს 20-მილიარდიანი კერძო ობლიგაციები?

კერძო ინვესტორებმა, ძირითადად ამერიკელებმა (მაგალითად, კომპანია Pimco- მესვეურებმა) სულგრძელობა გამოამჟღავნეს  და უკრაინას, რუსეთის თავდასხმის გამო, ვალების გადახდა გადაუვადეს.  მაგრამ რადგანაც ომის ესოდენ გაჭიანურებას არავინ ელოდებოდა, მოახლოვდა აგვისტო - ვალების გადახდის დრო. გასულ კვირაში ობლიგაციის მფლობელთა კომიტეტმა უარყო უკრაინის თხოვნით „დიდი შვიდეულის“ მიერ მომზადებული რეკომენდაცია როგორც ვალის 60%-მდე შემცირების (ჩამოწერის), ასევე ყოველწლიური საკუპონო გადახდების მოცულობის შეკვეცასაც. შეიძლება ითქვას, რომ თუ უკრაინა ვალებს არ შეამცირებს, მას ძალიან გაუჭირდება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან სასურველი 15,6 მილიარდი დოლარის მიღება.

ერთი მხრივ, კრედიტორებს უფლება აქვთ იზრუნონ თავიანთი მოგებისათვის, მეორე მხრივ, აუცილებელია ვალების რესტრუქტურიზება. მაგრამ ეს არატიპიურ რესტრუქტურიზებას წარმოადგენს. უკრაინის დავალიანება გამოწვეულია არა იმდენად ფინანსების არასწორი მართვით, არამედ რუსეთთან ომით. მართლაცდა, ინვესტორი, რომელიც უკრაინას ვალების გადაუხდელობის გამო, დეფოლტამდე მიიყვანს, შეუძლია თავის რეპუტაციას ზიანი მიაყენოს - იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას ემუქრება. ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისეთი ინვესტორი, რომელიც გაჭირვებულ უკრაინას არ დაეხმარება, ის საკუთარი თავის მტერი იქნება.

დღეს უკრაინას სამი ვარიანტი აქვს: პირველი - კიევს შეუძლია ტაქტიკა შეცვალოს და გადახდები, ლობირების შედეგად, 2027 წლამდე გადაავადოს, როცა სუვერენული კრედიტორები ტავიანთი ვალების რესტრუქტურიზებას განახორციელებენ. მეორე - უკრაინას შეუძლია დეფოლტი გამოაცხადოს და აღიაროს, რომ ომის პირობებში მას საერთაშორისო ბაზარზე გასვლა გაუჭირდება, რესტრუქტურიზების ხელშეკრულების მიუხედავად. მესამე - კიევს შეუძლია მტკიცედ იდგეს თავის ნათქვამზე ვალის 60%-მდე შემცირების მიზნით.

პირველ ორ ვერსიას გარკვეული დასაბუთება აქვს, მაგრამ რისკებთანაა დაკავშირებული და შეშფოთების საფუძველი არსებობს. დეფოლტს შეუძლია ყველა კატეგორიის კრედიტორის უკმაყოფილება გამოიწვიოს და სამომავლო დაფინანსება საფრთხის ქვეშ დააყენოს.

ამიტომაც უკრაინისთვის საუკეთესო გამოსავალია ის, რომ ობლიგაციების მფლობელებთან ფსიქოლოგიურ დუელში გაიმარჯვოს  და მიაღწიოს ვალების შემცირებას 40%-მდე მაინც, რასაც ბაზარი ელოდება. უკრაინამ არ გაფანტოს ყურადღება ბანკროტობის  ხანგრძლივ პროცედურაზე და ფინანსების გადინება უნდა შეამციროს, რადგან ომის ღირებულება მთლიანობაში მატულობს. ყოველწლიური გადახდები აუცილებელია იქნება იმნვესტორთა მიზიდვისათვის, მაგრამ ეს გადახდები მხოლოდ სიმბოლური და მცირე რაოდენობით უნდა ხდებოდეს. ამასთან, კიევმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ ობლიგაციების მფლობელებზე გადაჭარბებული ზეწოლა არ მოახდინოს.

ამას წინათ, დიდი შვდეულის სამიტის მონაწილეებმა გადაწყვიტეს რუსეთის აქტივებიდან პროცენტები უკრაინის ომის დაფინანსებას მოახმარო, მაგრამ მისი რეალიზაცია დროს მოითხოვს. ობლიგაციების მფლობელებს უნდა ახსოვდეთ, რომ ფსონი ფრონტის საჭიროებაზეა დადებული - „ყველაფერი ფრონტისათვის, ყველაფერი გამარჯვებისათვის“.

წყარო: https://www.ft.com/content/2fe87f1c-aa11-48e7-8efa-d5d1088fd1da#comments-anchor

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати