USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Тбилиси
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): თოვლი და ხინკალი - თხილამურებით საქართველოში
дата:  790

„ნატახტარში, თბილისთან ახლოს მდებარე პატარა აეროპორტში, ამინდის გამოდარებას ველოდებოდით სვანეთში გასაფრენად, სადაც დიდი თოვლი იყო მოსული - მესტიაში, პატარა შუასაუკუნოვან ქალაქში, რომელიც სათხილამურო სპორტის ცენტრად გადაიქცა. რამდენიმე საათის შემდეგ ქარი ჩადგა, ჩავსხედით ორძრავიან ჩეხურ თვითმფრინავში, ავფრინდით და გეზი სვანეთისაკენ ავიღეთ“, - ასე იწყება ბრიტანულ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) რუბრიკით „მოგზაურობა“ გამოქვეყნებული ვრცელი სტატია სათაურით „ღრმა თოვლი და ხინკალი: თხილამურებით საქართველოში: შუასაუკუნოვან მესტიაში ადგილობრივი და კანადელი გიდები თავგადასავლების მაძიებელ მოთხილამურეებს ახალ შესაძლებლობებს უქმნიან“ (ავტორი - საიმონ უსბორნი).

„მესტია, რომელიც მაღალი მთებს შორის მდებარე ღრმა ხეობაში მდებარეობს, თავისი შუა საუკუნეების კოშკებით არის განთქმული, რომლებიც ადგილობრივ ცათამბჯენებს წარმოადგენენ. მესტია სვანეთის ცენტრს წარმოადგენს - რეგიონის შუაგულს, სადაც სვანები ცხოვრობენ. ისინი სიამყით იცავენ თავიანთ უძველეს კულტურას, ენას და ევროპის ყველაზე მაღალ მთებს“, - წერს ავტორი, რომელიც მონაწილეობს ქართველი და კანადელი გიდების თანამშრომლობის ექსპერიმენტულ პროგრამაში „იქ, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება“.

პუბლიკაციაში აღწერილია სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებები, კანადელი გიდების მეთიუ ედვარდსისა და ანჯელა ბუკერტის ქართველ კოლეგებთან - ძმებთან მიხეილ და ალექსი მარგიანებთან თანამშრომლობის მომენტები: კანადელებმა, ქართველებთან ერთად, ვერტმფრენით დაათვალიერეს სვანეთის მთები, კავკასიონის მწვრვალები - თეთნულდი, უშბა... ასევე მყინვარები, გაეცნენ ადგილობრივ სათხილამურო სპორტის შესაძლებლობებს, რომელიც სვანეთისათვის ერთგვარ სიახლეს წარმოადგენს.

სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი დათმობილი აქვს მესტიის ცხოვრებას და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, ქართულ სამზარეულოს კერძების აღწერას, ადგილობრივ სვანურ არქიტექტურას - კოშკებს (მაჩუბებს), რომელთაგან ზოგიერთი ათას წელზე მეტი ხნის წინ არის აგებული.

„მიხეილ მარგიანს სახელი მშობლებმა ცნობილი ქართველი მთასვლელის (ალპინისტის) მიხეილ ხერგიანის - „კლდის ვეფხვის“ - პატივსაცემად დაარქვეს, მესტიაში მისი სახელობის მუზეუმი მოქმედებს. იქვეა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიც, რომელიც უცხოური ინვესტიცით 2013 წელს აღადგინეს. მუზეუმში მეცხრე-მეათე საუკუნის ქრისტიანული ხატები და მრავალი სხვა არტეფაქტი ინახება“, - აღნიშნავს ავტორი.

„გამომშვიდობებისას სვანებმა მაგიდაზე იმდენი კერძი დაალაგეს, რომ სიმძიმისაგან „ჩაიზნიქა“. ქართველები ამ რიტუალს „სუფრის გაშლას“ უწოდებენ. მიხეილმა თამადობა იკისრა, სასმისები ჭაჭის არაყით შეავსო და სადღეგრძელოები წარმოსთქვა. ჯერ ღვთის სადიდებლად შესვა, შემდეგ მშვიდობისა და საქართველოსთვის... ყოველ სადღეგრძელოს თან სდევდა ქართული შეძახილი „გაუმარჯოს!“. მეათე სადღეგრძელოს შემდეგ მიშა მარგიანი „ფრისტაილზე“ (თავისუფალ სტილზე) გადავიდა. „ჩვენ ვცდილობთ, რომ სვანეთისათვის რაღაც ახალი გავაკეთოთ, ანუ ის, რასაც თქვენთან, შესაძლოა, 20 წლის წინ აკეთებდნენ“, - თქვა მან და სასმისი ასწია: „დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. გაგიმარჯოთ!“ (სტატიის დასასრული).

წყარო:

https://www-ft-com.ezp.lib.cam.ac.uk/content/e2241256-996f-4d74-b52b-3d5f6415787b

მოამზადა სიმონ კილაძემ

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати