USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები სადაო ხდება, ქართული ოპოზიცია მოსახლეობას საპროტესტო აქციების გამართვისაკენ მოუწოდებს“
თარიღი:  195

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 28 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები სადაო ხდება, ქართული ოპოზიცია მოსახლეობას საპროტესტო აქციების გამართვისაკენ მოუწოდებს“ (ავტორი - ანასტასია სტოგნეი), რომელშიც მიმოხილულია ხმის მიცემის დროს მომხდარი დარღვევები, სადამკვირვებლო მისიის განცხადებები და არჩევნების შემდგომი სიტუაცია.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ქართულმა ოპოზიციამ მოსახლეობას საპროტესტო აქციებზე გამოსვლისაკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც წინასწარი მონაცემების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. 26 ოქტომბერს გამართულ ხმის მიცემას ბევრი განიხილავს როგორც არჩევანს ევროპულ მომავალსა და რუსეთის ორბიტაზე გადასვლას შორის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც პრორუსული ოლიგარქი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ხმების 54,2% მიიღო. პარალელურად კი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად არის განწყობილი, მოსახლეობას საპროტესტო აქციების დაწყებისაკენ მოუწოდა, რომელიც ორშაბათს, საღამოს, თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე - რუსთაველის გამზირზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში გამართულ არჩევნებს „რუსული არჩევნები“ უწოდა.

ცესკოს მონაცემებით, ძირითადმა ოპოზიციამ - ოთხპარტიულმა „კოალიციამ ცვლილებებისათვის“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ არის დაარსებული (იგი ამჟამად პატიმრობაშია), შესაბამისად ხმების 10,8% და 10,1% მიიღეს.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება.

თუ ბიძინა ივანიშვილის პარტია 150-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობას მიიღებს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამით შეიძლება ქართველი ხალხის იმედები გაცრუვდეს ევროკავშირში წევრად მიღების თაობაზე. გარდა ამისა, ეს იქნება სერიოზული დარტყმა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. „ეს სახელმწიფო გადატრიალებაა და ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ, ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა. კოალიციის სხვა წევრებმაც აღნიშნეს, რომ  არჩევნების შედეგები გაყალბებულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ჩვენ უარს არ ვიტყვით ევროპულ მომავალზე და არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა“.

როგორც კი საარჩევნო უბნები დაიხურა [და ცნობილი გახდა ეგზიტპოლების შედეგები], ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოსნებამ „დამაჯერებელი გამარჯვება“ მოიპოვა. „ეს იშვიათი შემთხვევაა მსოფლიოს ისტორიაში, როცა ერთიდაიგივე პარტია წარმატებას აღწევს რთულ სიტუაციაში“, - განაცხადა თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისის წინ გამართულ მიტინგზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრორუსულ ლიდერს წარმოადგენს, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა.

კვირას, 27 ოქტომბერს, ევროპის კომისიამ საქართველოს ცესკოს და ქვეყნის ხელისუფლების სხვა  ორგანოებს მოუწოდა, რომ „სწრაფად იქნას გამოძიებული და განხილული სასამართლოების მიერ არჩევნების დროს მომხდარი დარღვევები“. „ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისათვის“, - განაცხადეს ევროპის კომისიაში.

კრემლს ჯერ-ჯერობით ოფიციალური პოზიცია არ გამოუხატავს.

დამკვირველებმა რიგ საარჩევნო უბნებში გამოავლინეს ხმის მიცემის დროს მომხდარი ისეთი სხვადასხვა უხეში დარღვევები, როგორებიცა ხმის მიცემის ფარული ხასიათის უგულვებელყოფა, წინასწარ მონიშნული ბიულეტენების დარიგება და ა.შ. „საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დამახინჯება და მათი ბოროტად გამოყენება, როგორც ამას ქვეყნის მმართველი პარტია აკეთებს, გარანტირებული შედეგის მირების მიზნით, ადამიანებს ჭეშმარიტი არჩევანის გაკეთების უფლებას ართმევს“, - თქვა დენიელ ტვინინგმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის მისიის ხელმძღვანელმა.

საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებელთა ერთობლივმა მისიამ - ნატოს ჩათვლით - განაცხადა, რომ „პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი დიბალანსი ჰქონდათ, რის გამოც ისინი არათანასწორ პირობებში აღმოჩნდნენ“. მისიის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ირღვეოდა ამომრჩეველთა და დამკვირვებელთა უფლებები, ხდებოდა სახელმწიფო სექტორის მოსამსახურეთა და სოციალური დახმარების მიმღებ მოაქალაქეთა დაშინება.

უცნობი მამაკაცები, რომლებიც მუქი ფერის ჯინსებში და შავი ქურთუკები ეცვათ (როგორც ვარაუდობენ, ისინი „სპეცრაზმელები“ იყვნენ), თავს დაესხნენ ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინას და ოპოზიციური ტელეარხის გადამღებ ჯგუფს. სხვვათა შორის, ეს ადამიანები თბილისი სხვადასხვა საარჩევნო უბანზე „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტმაც დაინახა.

წინასწარი მონაცემებით, რომელიც ცესკოს საიტზეა გამოქვეყნებული, მმართველმა პარტიამ თბილიში ხმების მხოლოდ 38-40% მიიღო, სამაგიეროდ რეგიონებში, მაგალითად, ბოლნისში და მარნეულში - 80%.

პირველმა ეგზიტპოლებმა მკვეთრად წინააღმდეგობრივი შედეგები აჩვენა: ორი გამოკითხვის მიხედვით, რომლებიც Edison-მა და HarrisX-მა ჩაატარეს ოპოზიციური ტელეარხების დაკვეთით, „ქართულმა ოცნებამ“ 40,9%-დან 42%-მდე ხმები მიიღო, თუმცა „გორბის“ გამოკითხვით, რომლის შედეგები პროსამთავრობო ტელეარხით გავრცელდა - 56%.

ბევრი ქართველი არჩევნებს გარდამტეხ მომენტად თვლის. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას. ეს პერსპექტივა უფრო რეალური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, 2023 წლის დეკემბერში.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად „ქართული ოცნების“ მთავრობა ძველებურად ერთგულია ევროპუული ინტეგრაციის იდეისა, მისი ანტიევროპული რიტორიკა განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაძლიერდა. თბილისმა უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შესრულებაზე და ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალა რამდენიმე რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს.

„ქარტთლმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები წარმოადგინა როგორც „არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის“ და პოზიციონირებს ბალანსის დამცავად დასავლეთსა და კრემლს შორის.

საქართველოში შექმნილი სიტუცია ბევრად ჰგავს მოლდოვაში შექმნილ ვითარებას, სადაც გასულ კვირას ამომრჩევლებმა  რეფერენდუმის დროს ხმა მისცეს ქვეყნის ევროპულ კურსს, თუმცა მინიმალური უპირატესობით.

„ომისა და მშვიდობის“ იდეის წარმოსაჩენად „ქართულმა ოცნებამ“ აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა და ისეთი კონტრასტული პლაკატები გამოიყენა, რომლებზეც, დანგრეულ-დაბომბილი უკრაინული ქალაქების ამსახველი სურათების გვერდით ქართული მშვიდობიანი აღმშენებლობის პროცესი მოჩანს.

წყარო: https://www.ft.com/content/ac1a0dae-06ca-4ae0-97ae-9cfe5219fb33

თბილისი
გლდანის რაიონშის მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულა.
 
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების, შენობა-ნაგებობისა და ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, მათ ნაცვლად კი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
 
მოსახლეობისთვის გაკეთდა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე დაიდგა ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სკვერში განთავსდა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაც.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 368 704 ლარი დაიხარჯა.
 
ამასთან, მომავალ წელს დაგეგმილია მეორე ეტაპის განხორციელება, რომლის ფარგლებში, მე-3ბ კორპუსის მიმდებარედ უკანონო შემოღობვები მოიხსნება და 4000 კვ.მეტრამდე სივრცე სრულად მოწესრიგდება.
 
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.