USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Тбилиси
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას ამწვავებს“
дата:  

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას ამწვავებს“ (ავტორი - ნადია ბირდი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება. როგორც უკვე ცნობილია, თბილისში გამართული სასამართლოს სხდომის დროს პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღშფოთება გამოხატა უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გაუსაძლისი მდგომარეობის გამო („რუსეთი უკრაინის მოქალაქეს საქართველოს ხელით კლავს“) და ამისთვის საქართველოს მთავრობას პროტესტი განუცხადა, ქვეყნის ელჩს კი უკრაინის დატოვება მოსთხოვა 48 საათის განმავლობაში.

პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება ალექსანდრე კრევო-ასათიანს, მიხეილ სააკაშვილის პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეოპოლიტიკურ კოორდინატორს: „როგორც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ერთგვარ თამაშს თამაშობს: როცა მთავრობას კრიზისი ჭირდება, ის ექს-პრეზიდენტის მდგომარეობით კარგად სარგებლობს. ჩვენი პარტია ცდილობს საპროტესტო აქციებით მიხეილ სააკაშვილის მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს? სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით. მას აქვს შეწყალების უფლება. ორი კვირის წინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ჟურნალისტი შეიწყალა, რომლიც, როგორც მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, პოლიტიკური მოტივით იყო დაპატიმრებული.

სალომე ზურაბიშვილმა ბევრჯერ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში არ ცაერევა, მაგრამ ბევრი ქარტველს ჯერ კიდევ აქვ იმედი, რომ იგი გადაიფიქრებს და თავის გადაწყვეტილებას შეცვლის. სალომე ზურაბიშვილი აქტიურად გამოდის საქართველოს პროდასავლური კურსისა და უკრაინის მხარდასაჭერად, რაც საქართველოს მტავრობის რისხვას იწვევს.

„არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს“, - ამბობს ალექსანდრე კრევო-ასათიანი , - მას არაერთხელ უთქვამს, რომ ამ იდეის წინააღმდეგია. თუმცა მე მაინც იმედი მაქვს. საერთოდ, ჩვენ, ოპოზიცია, იმედს ვინარჩუნებთ“.

წყარო: https://www.ft.com/content/64dca9f4-f656-4483-ac96-d27f72a6f4d6

 

Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати