USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „იზრდება ევროპული სამხედრო კომპანიების დამოკიდებულება ჩინურ დენთზე“
дата:  450

 „დასავლეთის ქვეყნების სწრაფვამ - გააფართოვონ უკრაინის არმიისადმი დახმარება - საბრძოლო მასალებზე მოთხოვნა უკიდურესად გაზარდა, რის შედეგადაც, ბუნებრივია, გაჩნდა დენთის დეფიციტი, რომლის ძირითად მწარმოებელს და ექსპორტიორს ჩინეთი წარმოადგენს. ახლა ევროპელები და უკრაინელები შიშობენ, რომ პეკინმა მათ შეიძლება უარი განუცხადოს ამ მეტად მნიშვნელოვანი რესურსის მიწოდებაზე“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „იზრდება ევროპული სამხედრო კომპანიების დამოკიდებულება ჩინურ დენთზე“ (ავტორები - არჯუნ ალიმი, პატრიცია ნილსონი და სილვია პფაიფერი). როგორც ცნობილია, ჩინეთში დენთი (მისი კვამლიანი სახეობა) მე-10  საუკუნეში შექმნეს, ევროპაში კი მე-14 საუკუნეში გავრცელდა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბამბის მტვერი (უწვრილესი ბუსუსები) გვერდით პროდუქტს და მთავარ ინგრიდიენტს წარმოადგენს, რომლის გარეშე შეუძლებელია ნიტროცელულოზის (დენთის) წარმოება, რომელიც, თავის მხრივ, გამოიყენება საარტილერიო ჭურვებში, მცირე და მსხვილკალიბრიანი ცეცხლმსროლელი იარაღის ვაზნებში  და ასაფეთქებელ ნივთიერებებში.

რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში საბრძოლო მასალებზე მოთხოვნილოება მკვეთრად გაიზარდა. რუსეთზე რომ არაფერი ვთქვათ, უკრაინა დიდი რაოდენობით ხარჯავს ჭურვებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ საომარ მოქმედებებში. მაგრამ ევროპელ სამხედრო კომპანიებს (მონარდეებს) არ შეუძლიათ პროდუქციის წარმოების გაზრდა, რადგან მისი დამზადებისათვის საკმაოდ ბევრი კომპონენტია საჭირო, მათ შორის ნიტროცელოლუზა.

იარაღის წამყვანი მწარმოებელები, მათ შორის შვედური „სააბი“ (Saab) და გერმანული „რაინმეტალი“ (Rheinmetall) გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებენ, რომ ევროპა ძალიან მაღალი დონით არის დამოკიდებული ჩინეთში დამზადებულ ნიტროცელოლუზაზე - თითქმის 70%-ით.

 „არსებობს რისკი იმისა, რომ ჩინეთმა, გეოპოლიტიკური მიზეზებით უარი განაცხადოს ამ პროდუქციის მოწოდებაზე. ამიტომ ჩვენ მაქსმილაურად ვცდილობთ მის შესყდვას და რეზერვის შექმნას“, ამბობს „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში არმინ პაპერგერი, „რაინმეტალის“ მმართველთა საბჭოს თავმჯომარე

ევროკავშირს განზრახული აქვს ნატოს სტანდარტის მქონე 155 მილიმეტრიანი ჭურვების წარმოება წელიწადში 1,4 მილიონამდე, რათა ალიანსის წევრი ქვეყნების არსენალები შეავსოს - იარაღის საწყობები მნიშვნელოვნად დაიცალა იარაღისაგან უკრაინისადმი მიწოდების შედეგად. როგორც ცნობილია, რუსეთი ჭურვების წარმოების თავისი საწარმოო პოტენციალით ბევრად წინ არის, ვიდრე ევროპის ქვეყნები, ერთად აღებული.

უკვე იგრძნობა ნიტროცელოლუზის დეფიციტი, რომელიც მიანიშნებს, რომ საბრძოლო მასალების წარმოების გაზრდა პრობლემატური იქნება. ნიტროცელულოზა ყველა ასაფეთქებელ ნივთიერებისათვისაა აუცილებელი, რომლებსაც ბომბები, ნაღმები, ჭურვები, რაკეტები და უბრალოდ, ავტომატის, შაშხანისა და ტყვიამფრქვევების ვაზნები შეიცავს.

რა თქმა უნდა, ევროპელი ლიდერებიც ასევე ლაპარაკობენ დენთის უკმარისობაზე. „ჩვენ ყველამ მივხვდით, რომ უკრაინის დახმარება თუ გვსურს, დენთის უკმარისობა უნდა დავძლიოთ“, - განაცხადა მარტში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მონაცემებით, ჩინეთის წილზე მოდის მსოფლიოში წარმოებული და გაყიდული ნიტროცელოლუზის თითქმის ნახევარი. ამ მასალის უმსხვილესი იმპორტიორები არიან გერმანია, შვედეთი, ბელგია და სხვა ქვეყნები.

ევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მენარდეების თქმით, უახლოეს წლებში ჩინურ ნიტროცელოლუზაზე უარის თქმა გამორიცხულია, ალტერნატიული საწარმოები ძალიან ცოტაა და ისიც რუსეთში, რომელსაც თავისი არ ჰყოფნის და ნაწილობრივ ჩინურ დენთს იყენებს: მოსკოვმა ბოლო ორ წელიწადში ჩინეთიდან ნიტროცელულოზის იმპორტი 2022 წლის 3,4 მლნ.  ტონიდან 2023 წლის 10 თვის მაჩვენებლით, 7,18 მილიონ ტონამდე გაზარდა.

როგორც შვედური კომპანია „სააბის“ წარმომადგენელი ამბობს, დღეისათვის მას ჩინეტიდან იმპორტის საკითხში ჯერ-ჯერობით რაიმე პრობლემები არ აქვს, მაგრამ დენთის იმპორტის დივერსიფიცირება და რისკების შემცირება აუცილებელია.

გერმანიაში ნიტროცელულოზას მცირე რაოდენობით „რაინმეტალის“ შვილობილი კომპანია „ნიტროშიმი“ უშვებს, რომლის განცხადებით, განიხილება საკითხი ქვემო საქსონიაში დენთის მსხვილი ქარხნის მშენებლობის თაობაზე, თუმცა, ქარხნის მშენებლობის დაწყება, მისი დასრულება და პირველი პროდუქციის გამოშვება საკმაოდ შორეული მომავლის საკითხს წარმოადგენს.

არმინ პაპენგერის თქმით, „რაინმეტალს“ ამჟამად დენთის საკმაო მარაგი აქვს, თუმცა რადგანაც ჭურვების წარმოება სულ უფრო იზრდება, დენთის მარაგიც იკლებს.. „ჯერ-ჯერობით დენთს რუსეთის მოკავშირე კომუნისტური ჩინეთი შეუფერხებლად გვაწვდის, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე, არავინ არაფერი იცის... ამიტომ აუცილებელია, რომ ევროპა პერსპექტივაში ნიტროცელოლუზის წარმოებაში დამოუკიდებელი უნდა გახდეს“, - ამბობს „რაინმეტალის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე.

საერთოდ, ნიტროცელოლუზა საკმად იაფფასიან პროდუქტს წარმოადგენს. საბრძოლო მასალების წარმოების ზრდა მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული: „თუ ჩვენ გვინდა საბრძოლო მასალების მეტი რაოდენობით ვაწარმოოთ, მხოლოდ ნედლეული არ წყვეტს საკითხს. აუცილებელია საწარმოო სიმძლავრეების გაფართოება, რასაც, სტანდარტების მიხედვით, შეიძლება ორ წლამდე ვადა დაჭირდეს“, - ამბობს გერმანელი ანალიტიკოსი ქრისტიან მიოლინგი.

წყარო: https://www.ft.com/content/23807ef8-fc6b-41c9-ae7b-9c9ad3a27e82

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати