USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „გრანდიოზული კრახი“: რუსული საზოგადოება შეირყა ავიაბაზებზე უკრაინის მოულოდნელი თავდასხმით“
дата:  453

„გრანდიოზული კრახი“: რუსეთი შერყეულია ავიაბაზებზე უკრაინის მოულოდნელი თავდასხმით“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორები - ბერლინელი, კიეველი და ნიუ-იორკელი კორესპონდენტები ანასტასია სტოგნეი, ფაბრიცია დეპრეზი და ქრისტოფერ მილერი უკრაინის დაზვერვის მიერ განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიან შედეგებს იხილავენ.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:

დაზიანებულ და განადგურებულ სტრატეგიულ ბომბდამშენ თვითმფრინავებს რუსეთი, ალბათ, ვერასოდეს ვერ არადგენს. ვლადიმერ პუტინის საჰაერო საამაყო სამხედრო ფლოტი იმდენად არის დასუსტებული, რომ შეიძლება კრემლი იძულებული გახდეს უკრაინის მიმართ თავისი გეგმები შეცვალოს და კომპრომისებზე დათანხმდეს. რუსეთის ღრმა ზურგში მდებარე სამხედრო ავიაბაზებზე განხორციელებული დარტყმებით მოსახლეობამ დაინახა, თუ რა ძვირია გაჭიანურებული ომის ფასი. რაც დრო გადის, თანამგზავრული ფოტოებით სულ უფრო ნათელი ხდება რუსეთის სამხედრო პოტენციალისადმი მიყენებული ზიანი.

უკრაინამ გასაოცარი გაბედულება და მოხერხებულობა გამოამჟღავნა: კიევი 18 თვის განმავლობაში ყველასაგან ფარულად ამუშავებდა ოპერაციის დეტალებს და ბოლოს, გეგმა წარმატებით განახორციელა - ფრონტის ხაზიდან ათასობით კმ-ის დაშორებით მტერს, სრულიად მოულოდნელად, დიდი დატყმა მიაყენა.

მართალია, რუსეთის ბირთვული პოტენციალი ამით დიდად არ შემცირებულა, მაგრამ, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ავიაბაზებზე დრონებით შეტევა ნეგატიურ გავლენას მოახდენს როგორც რუსული საზოგადოების განწყობაზე, ასევე უკრაინის ფრონტზე მოქმედი რუსული არმიის ქვედანაყოფების მორალურ მდგომარეობაზე.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ კიევმა აჩვენა - მას შეუძლია კრემლზე ზეწოლა მოახდინოს და თვალი აუხილოს ომის ახალ რეალობაზე, რომ ვლადიმერ პუტინი მიხვდეს: რუსეთის არცერთი წერტილი თავდასხმისაგან დაზღვეული არ არის, დასავლური იარაღის გამოყენების გარეშეც კი.

მაიკლ კოფმანის - კარნეგის ფონდის სამხედრო ანალიტიკოსის თქმით, უკრაინის ოპერაციამ, რა თქმა უნდა, რუსეთის დარტყმითი პოტენციალი შეასუსტა: კრემლს სტრატეგიული ბომბდამშენების რაოდენობა გაუნახევრდა - რუსეთის ავიამრეწველობა მსგავს რეაქტიულ თვითმფრინავებს უკვე აღარ უშვებს და ამიტომ ზიანის აღდგენა შეუძლებელია. მართალია, მოსკოვს კიდევ აქვს ავიაცია დარჩენილი, მაგრამ რუსეთის, როგორც სამხედრო თვალსაზრისით მძლავრი სახელმწიფოს  პოტენციალი, მსოფლიოს წინაშე, აშკარად დაქვეითებულია“. (...)

განადგურებული თვითმფრინავები საბჭოური წარმოებისაა, მაგრამ წინა წლებში მათი მოდერნიზება მოხდა და ისინი რუსული შორსმფრენი ავიაციის ყველაზე ბრძოლისუნარიან ბომბდამშენებს წარმოადგენდნენ.

კრემლი საბჭოთა ავიაკონსტრუქტორ ანდრეი ტუპოლევის მიერ შექმნილ ზებგერით რეაქტიულ ბომბდამშენებს მიმდინარე ომის დროს უკრაინის წინააღმდეგ იყენებს - Ту-95-ები და Ту-22М3-ები შორიდან - რუსეთის საჰაერო სივრციდან უშვებენ ფრთოსან რაკეტებს და უკრაინის კრიზისული ინფრასტრუქტურის ობიექტებს ანადგურებენ. მათი ფრენის სიშორე ათასობით კილომეტრია, ისინი წინა წლებში დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მდებარე მოკავშირე ქვეყნების აეროდრომებზე ეშვებოდნენ და რუსეთის ძლიერების დემოსტრაციას ახდენდნენ.

მაგრამ როგორც უილიამ ალბერკე - აშშ-ის სთიმსონის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ამბობს, რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა უკრაინელ ხალხს დიდი ტანჯვა მიაყენა. სესაბამისად, უკრაინის დაზვერვამ მთავარი დარტყმის მისაყენებელ სამიზნედ სწორედ ამგვარი თვითმფრინავები შეარჩია. „რუსული სამხედრო ავიაცია მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. სტრატეგიული ბომბდამშენები ქარხნებში აღარ მზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზიანი აუნაზღაურებელია. გარდა ამისა, კრემლი იძულებული გახდება აეროდრომების დაცვაზე მეტი ფული დახარჯოს და მეტი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები გამოძებნოს.

უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსის ალექსი მელნიკის თქმით, „მომხდარი ფაქტი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სამხედრო სარდლობის გრანდიოზულ მარცხს ნიშნავს. საზოგადოებას კითხვები გაუჩნდება, რომლებიც აუცილებელ პასუხებს მოითხოვს. კრემლი იძულებული გახდება ჩავარდნა ვიღაცას დააბრალოს და განტევების ვაცი მონახოს“.

მართლაცდა, რუსულ საზოგადოებაში უკვე გაისმის კრემლისთვის არასასიამოვნო ხმები: რატომ იყო დაუცველი სამხედრო-საჰაერო ბაზები? რატომ მოადუნა სიფხიზლე რუსეთის არმიის სარდლობამ და თავდაცვის სამინისტრომ? რატომ არ იქნა გათვალისწინებული მსგავსი თავდასხმის შესაძლებლობები?

მოსკოვი შეიძლება იძულებული გახდეს და უარი თქვას სტრატეგიულ ავიაციაზე, რომლის აღდგენას დიდი თანხები და მრავალი წელი, ათწლეულიც კი დაჭირდება, - ამბობს უილიამ ალბერკე სთიმსონის ცენტრიდან. საერთოდ, სტრატეგიული ავიაცია ყოველთვის მოწყვლადია სხვა შეიარაღებასთან შედარებით - მათთვის მიწისქვეშა ანგარის (საცავის) მოწყობა თითქმის შეუძლებელია და ამიტომ ღიად დგანან აეროდრომებზე. მათი წილი რუსეთის ბირთვულ ტრიადაში (სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებში) 10%-ს შეადგენს, მაშინ როცა საზღვაოზე (ატომურ წყალქვეშა ნავებზე) 30%, ხოლო სახმელეთოზე (საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებზე) - 60% მოდის.

მაგრამ რუსებზე ყველაზე შოკისმომგვრელი აღმოჩდა მათი რწმენის დანგრევა იმის შესახებ, რომ უკრაინას ამიერიდან ქვეყნის ნებისმიერ წერტილში შეუძლია შურსძიების აქტის მოხდენა. „რუსებში გავრცელებულია ყალბი თავდაჯერებულობა, რომ ქვეყნის ტერიტორიის ფართობი - მსოფლიოში უდიდესი - სტრატეგიულ სიღრმეს და ობიექტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ანუ ერთგვარ თავშესაფარს წარმოადგენს, მაგრამ მათ დაინახეს, რომ ეს ასე არ არის“, - ამბობს უილიამ ალბერკე.

უკრაინის მიერ განხორციელებული ოპერაცია ასევე აჩვენებს იმას, რომ კიევზე არანაირი ზეწოლა არ მოქმედებს და რაც უფრო მეტი მძიმე მოთხოვნა ექნება მოსკოვს, კიევი მით უფრო მწარედ უპასუხებს. ამას მოწმობს სამ მაისს ქერჩის (ყირიმის) ხიდის წყალქვეშა საყრდენების აფეთქებაც, რომელიც უკრაინის დაზვერვამ დანაღმა.

როცა სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პირველი რაუნდი ჩატარდა, კრემლის დელეგაციის მეთაურმა ვლადიმერ მედინსკიმ ამჟამინდელი ომი მე-18 საუკუნის 21-წლიან „ჩრდილოეთის ომს“ შეადარა და ამით მიანიშნა, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა ომი ათეულობით წელი გააგრძელოს და საბოლოოდ გაიმარჯვოს.

„საინტერესოა, დღესაც დარწმუნებულია რუსეთი, რომ ომს ასეთი ზარალით კიდევ დიდხანს გააგრძელებს?“, - რიტორიკული კითხვა დასვა „დეილი ტელეგრაფთან“ საუბარში ანალიტიკოსმა ალექსი მელნიკმა, კიევის ალექსანდრე რაზუმკოვის სახელობის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა.

წყარო: https://www-ft-com.ezphost.dur.ac.uk/content/132e4327-11da-4412-b36b-7363604879e6

 

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати