USD 2.7262
EUR 2.9514
RUB 2.8281
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპის მარცხი აშშ-ის პოლიტიკის სტაბილიზებას მთელი თაობის განმავლობაში უზრუნველყოფს“
თარიღი:  230

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 4 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპის მარცხი აშშ-ის პოლიტიკის სტაბილიზებას მთელი თაობის განმავლობაში უზრუნველყოფს“ (ავტორი - ჯანან განეში).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

არსებობს ასეთი გამოთქმა - „აშშ-ის უმნიშვნელო საპრეზიდენტო არჩევნები“. ანუ ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ამით ამერიკაში ბევრი არაფერი არ შეიცვლება: მართლაცდა, რა დიდი გარდამტეხი ცვლილება მოხდებოდა აშშ-ის პოლიტიკაში, ბილ კლინტონს რომ 1996 წელს არჩევნები წაეგო და ბობ დოულს გამარჯვნა? ან ჯორჯ ბუშ-უმცროსი რომ დამარცხებულიყო ჯონ ქერისთან მეტოქეობაში? არავითარი საფუძველი არ იქნებოდა გვევარაუდა, რომ ჩვენ ახლა სრულიად სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით - პრინციპში, ყველაფერი ძველებურად იქნებოდა.

მაგრამ ხდება გამონაკლისებიც. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები.

მაინც რა არის განსაკუთრებული აშშ-ის წლევანდელ არჩევნებში? თუ დონალდ ტრამპი წააგებს, მაშინ ნაკლები შანსები იქნება იმისთვის, რომ ამერიკა და მისი პოლიტიკა სტაბილიზდება მთელი თაობის განმავლობაში. „სტაბილიზება“ არ ნიშნავს „ლუქსემბურგად გადაქცევას“. პოლარიზება, რა თქმა უნდა შენარჩუნდება, მაგრამ ის, რომ ბევრს ჰგონია - ტრამპიზმი თვითონ დონალდ ტრამპს გადაიტანსო - აშკარად სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს აზრი სულ უფრო მყიფე ხდება, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო.

2024 წლის გაკვეთილი ამ ეტაპზე იმაში გამოიხატება, რომ ამერიკულ პოპულიზმს დონალდ ტრამპის ჩანაცვლება ძალიან გაუჭირდება. იანვარში რონ დესანტისი, რომელიც დონალდ ტრამპის პლატფორმას ხელმძღვანელი კომპეტენტურობას უთავსებდა, საარჩევნო რბოლას ჩამოშორდა. ივლისში საპრეზიდენტო-საარჩევნო არენაზე ჯეიმს ვენსი გამოჩნდა,  არა როგორც მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტი, არამედ როგორც MAGA-ს („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) მემკვიდრედ. მანამდე არაფერი არ მიანიშნებდა იმას, რომ ჯეიმს ვენსი ამისთვის მზად იყო. კიდევ ერთი პიროვნების - ვივეკ რავასვამის - საჯარო კარიერამ „წყალში დაყვინთა“.

ისინი, ვინც შეეცდებიან დონალდ ტრამპის იდეების გამგრძელებლები იყვნენ უახლოეს წლებში (ვთქვათ, თაკერ კარლსონი), მას ვერანაირად ვერ შეედრებიან - დონალდ ტრამპს მნიშვნელოვანი უნიკალური უპირატესობა აქვს: ის პოლიტიკური „ვარსკვლავია“ (ასეთები ქვეყანაში მხოლოდ ორი ან სამი თუ მოიძებნება). დონალდ ტრამპზე და მის იდეებზე „მიჯაჭვულები“ არიან მილიონები...

მაგრამ არის იმის საფრთხე, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკა არ დაწყნარდება და საზოგადოებაში შექმნილი წინააღმდეგობები მომავალშიც გაგრძელდება. პოპულიზმი შეიძლება გარკვეულ მომენტში პოზიტიური იყოს, მაგრამ მუდმივი პოპულიზმი საბოლოოდ ქვეყანას პრობლემების წინაშე აყენებს. განსაკუთრებით საპრეზიდენტო მართვის პირობებში.

ბევრი კონსერვატორი, რომლებსაც დონალდ ტრამპი სძულთ, მხარს კამალა ჰარისს დაუჭერს, მაგრამ არა თავიანთი დიდი ბუნებრივი სურვილით, არამედ დონალდ ტრამპის გამო. არცევნებამდე დარჩენილ დროში დემოკრატებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათი კანდიდატი სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს, თორემ არ არის გამორიცხული, რომ ვინმე კიდევ ერთ დონალდ ტრამპის სახით გამოჩნდეს.

წყარო: https://www.ft.com/content/b179ee72-f4ba-4287-ab25-5cb6f22debf2

რეგიონი
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი.

მისივე თქმით, ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.

„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს,სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.