USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „დასავლეთის სოლიდარობა მხოლოდ ისრაელის მიმართ ძირს უთხრის განვითარებადი ქვეყნების უკრაინისადმი მხარდაჭერას“
თარიღი:  290

„დასავლეთის გადაწყვეტილებამ - მხარი დაუჭიროს ისრაელის შეტევას ღაზას სექტორში, „გლობალური სამხრეთის ქვეყნებში აღშფოთება გამოიწვია. აშშ-ისა და ევროპის ასეთი პოზიცია უკრაინის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს“, - ნათქვამია  ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში სათაურით „დასავლეთის სოლიდარობა მხოლოდ ისრაელის მიმართ ძირს უთხრის განვითარებადი ქვეყნების უკრაინისადმი მხარდაჭერას“ (ავტორი - ჰენრი ფოი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების აღიარებით, დასავლეთის მიერ ისრაელის ღაზას სექტორზე შეტევისადმი მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად დაასუსტა ის მცდელობები, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ანტირუსული კონსენსუსის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობისათვის.

ისრაელის მრისხანე განცხადებამ, რომ „ჰამასელები“ აუცილებლად მიიღებენ მკაცრ საპასუხო დარტყმას, თითქმის ნულამდე დაიყვანა ის მრავალთვიანი მუშაობა, რომლის მიზანს რუსეთის გარიყვა წარმოადგენდა მსოფლიოს მასშტაბით. დღეს აშშ-ის, ევროკავშირისა და მათი მოკავშირეების მიმართ ისმის ბრალდებები, რომ დასავლეთი ორმაგ პოლიტიკას  ატარებს.

საქმე იმაშია, რომ სასწრაფო დიპლომატიური ვიზიტების, ვიდეოკონფერენციებისა და სატელეფონო საუბრების ფონზე დასავლელი ხელმძღვანელების მისამართით გაისმის საყვედურები, რომ მათ, დაგმეს რა „ჰამასი“ და მხარი დაუჭირეს მხოლოდ ისრაელს, არ სურთ ორმილიონანხევარი პალესტინელის უფლებების დაცვა. ზოგიერთი დასავლელი დიპლომატი შეშფოთებით აცხადებს, რომ ამერიკამ ისრაელს ხელში „კარტ-ბლანში“ მისცა, რომელიც, თავის მხრივ, მთელი თავისი ძლიერებით „ჰამასს“ შეუტევს. ეს ყველაფერი კი იმას გამოიწვევს, რომ შესუსტდება უკრაინის ომის დაწყებიდან განხორციელებული ძალისხმევა - ჩამოყალიბებულიყო წამყვანი სახელმწიფოების ერთიანი თვალსაზრისი „გლობალური სამხრეთის“ მიმართ - ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის სახით, რომ მათ მხარი დაეჭირათ ახალი მსოფლიო წესრიგისათვის.

 ამჟამად „გლობალური სამხრეთის“ პოზიცია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხში დასავლეთის პოზიციას არ ემთხვევა. ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ თუ განვითარებადი ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მიმართაც მსგავს პოზიციას დააფიქსირებენ, პერსპექტივაში დასავლეთის ძალისხმევით ინიცირებული ნებისმიერი მოლაპარაკება, დიდი ალბათობით, ჩაიშლება.

„ჩვენ „გლობალური სამხრეთისათვის“ ბრძოლა წავაგეთ“, - ამბობს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დიპლომატი „დიდი შვიდეულიდან“, - მთელი ის მუშაობა, რომელიც გლობალურ სამხრეთთან ვაწარმოებდით [უკრაინის მხარდასაჭერად], წყალში ჩაიყარა. უნდა დავივიწყოთ ახალი საერთაშორისო წესრიგის რეალიზება. ისინი ახლა ჩვენ აღარ მოგვისმენენ“.

ბევრი განვითარებადი ქვეყანა პალესტინელთა ბრძოლას თავიდანვე მხარს უჭერდა, რადგან მასში თვითგამორკვევისადმი სწრაფვას და აშშ-ის გლობალური ბატონობის წინააღმდეგობას ხედავდა, რომელიც ისრაელის მთავარ სპონსორს წარმოადგენს.

ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ბევრს არაბს მტკიცედ აქვს ჩამოყალიბებული იმის შეგრძნება, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები არასოდეს არ მოუწოდებდნენ ისრაელს პასუხისმგებლობისაკენ, პალესტინელების მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულების გამო. ასევე არ აქცევდნენ სერიოზულ ყურადღებას სირიის, იემენისა და

რუსეთმა და მისმა მოკავშირე ჩინეთმა კი პალესტინელებთან თბილი ურთიერთობები დაამყარეს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში, სამშაბათს, თავის ჩინელ კოლეგას სი ძინპინს შეხვდა და [მათ, საუბრის დროს, პალესტინელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს].

„ჩვენ რასაც უკრაინის მიმართ ვამბობთ და ვაკეთებთ, იგივე მიდგომა ღაზელი პალესტინელების მიმართაც უნდა გავავრცელოთ, თორემ სხვანაირად ავტორიტეტსა და ნდობას დავკარგავთ“, - ამბობს დიპლომატი „დიდი შვიდეულიდან“, - თუ ასე არ გავაკეთებთ, მაშინ რატომ უნდა დაგვიჯეროს ბრაზილიელებმა, ინდონეზიელებმა და სამხრეთაფრიკელებმა, როცა ადამიანის უფლებების დაცვაზე ვლაპარაკობთ?“.

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმამდე ოთხი კვირის წინ, როცა აშშ-ის, ევროკავშირის და მათი დასავლელი  მოკავშირეები ნიუ-დელში „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეიკრიბნენ, მათ განვითარებად ქვეყნებს სთხოვეს, რომ დაეგმოთ რუსეთის არმიის შეტევები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მოეთხოვათ კრემლისათვის გაეროს წესდების დაცვა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესრულება.

დასავლეთის ბევრი წარმომადგენელი Financial Times-სთან საუბარში ამბობს, რომ განვითარებადი ქვეყნების ლიდერები მათ, დასავლური არგუმენტების მსგავსად, მათ პირიქით უყენებენ ბრალს და ითხოვენ, რომ დასავლეთმა დაგმოს ისრაელის საპასუხო აგრესია პალესტინის მიმართ და კატეგორიულად მოსთხოვონ ებრაელებს შეწყვიტოს ღაზას სექტორის ბლოკადა, ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდონ ელექტროენერგია, წყალი, სურსათი და მედიკამენტები.

ბოლო დღეებში რუსეთი ცდილობდა, რომ უშიშროების საბჭოს მიეღო რეზოლუცია ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის შეწყვეტის მიზნით, რომელშიც
„ჰამასი“ ნახსენები არ არის. საბჭოს წევრებმა რუსული რეზოლუცია უარყვეს.

„მოდით, გულღიად ვთქვათ: უშიშროების საბჭოს დასავლელი წევრების ასეთი ქცევა ხომ რუსეთისათვის სასურველ „ციურ ფანტელს“ წარმოადგენს. კრემლს სწორედ ეს უნდა: მოსკოვი ახლო აღმოსავლეთის კრიზისს სათავისოდ იყენებს და მილიარდობით იქაურ მოსახლეობას, არაბულ სამყაროს ეუბნება: „აი, შეხედეთ - დასავლეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ საერთაშორისო წესრიგს არ იცავს და თქვენს წინააღმდეგ გამოდის“.

არაბული სახელმწიფოები, განსაკუთრებით იორდანია და ეგვიპტე, დასავლელი ლიდერებისაგან ითხოვენ, რომ მათ ისრაელის მიმართ მიდგომა გაამკაცრონ, ღაზას სამოქალქო მოსახლეობის დაცვის მიზნით: „თუ თქვენ უკრაინისათვის ელექტროენერგიის გამორთვას, სურსათის მიუწოდებლობას [და სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დანგრევას] დანაშაულს უწოდებთ, მაშინ იგივე უნდა თქვათ იმაზეც, რასაც ისრაელი ღაზას მიმართ აკეთებს“, - ამბობს ერთ-ერთი არაბული ქვეყნის წარმომადგენელი.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა, იგი იორდანიაში, ამანში არაბული ქვეყნების ლიდერებსაც უნდა შეხვედროდა, მაგრამ მათ ამანში ჩასვლაზე, პროტესტის ნიშნად, უარი განაცხადეს.

ჯო ბაიდენმა იმ სისხლიან ინციდენტში, რასაც ღაზას საავადმყოფოს დაბომბვა წარმოადგენს, მხარი ისრაელს დაუჭირა და განაცხადა, რომ  საავადმყოფო „ცახალს“ (ისრაელის არმიას) არ დაუბომბავს.

სამშაბათს გამართული ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა ვიდეოსამიტზე ზოგიერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ [მხოლოდ ისრაელისადმი მხარდაჭერა] და ღაზელი პალესტინელების უფლების დაცვაზე უარის თქმა იმას გამოიწვევს, რომ არაბები დასავლელებს ორპირობაში დაადანაშაულებენ.

ამ დისკუსიის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ხელმძღვანელი გაღიზიანებულია ევროკომიიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის ქცევით. ჯერ ერთი, რომ გასული კვირის ბოლოს მან გადაწყვიტა ისრაელში ისე გამგზავრებულიყო, რომ 27 ქვეყნის ნებართვა არ ჰქონდა და არ იყო შემუშავებული ყველასთან შეთანხმებული პოზიცია, მეორე კი -  დუბლინი, მადრიდი და ლუქსემბურგი უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს თელ-ავივში გამოსვლისას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი არც უხსენებია.

„ინდოეთს, ინდონეზიას და ბრაზილიას სურთ, რომ ამ საკითხზე დასავლეთის საერთო პოზიცია დაინახონ. მათ სურთ, რომ დასავლეთმა ტანმიმდევრულობა გამოამჟღავნოს. და თუ ისინი ჩვენგან ამას ვერ დაინახავენ, იქმნება განსაზღვრული საფრთხე, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტისას „გლობალური სამხრეთის“ წამყვანი ქვეყნები ევროკავშირის, ნატოსა და „დიდი შვიდეულის“ პოზიციას აღარ ენდობიან“, - თქვა „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბრისას იაპ დე ჰოოპ-სხეფერმა, ნატოს ყოფილმა გენმდივანმა.

„ჩვენ, დასავლეთი, ტონს ვეღარ ვიძლევით, „გლობალური სამხრეთი“ კი გვეუბნება: „ჩვენც გვაქვს ხმის უფლება, რომელსაც თქვენ ამდენ ხანს გვართმევდით“, - აღნიშნავს ყოფილი გენმდივანი, რომელიც დღეს ნიდერლანდების საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.

რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსადმი შეთავაზებულ რეზოლუციის პროექტს მხარი მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ დაუჭირა: მუდმივი წევრის სტატუსის მქონე ჩინეთმა და დროებითმა წევრებმა - არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, მოზამბიკმა და გაბონმა. რუსეთმა განაცხადა, რომ რეზოლუციას შეასწორებს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გათვალისწინებით  და როგორც დასავლელი დიპლომატები აცხადებენ, ასეთი რეზოლუციის პროექტი, ალბათ უკვე საჭირო ცხრა ხმას მოაგროვებს და მიღებული იქნება. თუ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ ვეტოს უფლებით ისევ ისარგებლებენ, ეს კრემლის პროპაგანდისტული გამარჯვება იქნება: „არაბებო, ხედავთ?“.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა, ჩინეთის მხარდაჭერით, ინიციატივა ხელში ჩაიგდოს და ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს“, - აღნიშნავს მაღალჩინოსანი დასავლელი დიპლომატი, - არადა, ნამდვილად არის იმის საფრთხე, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში მომდევნო კენჭისყრის დროს უკრაინის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს“.

საფრანგეთი შეშფოთებულია იმით, რომ ვაითუ ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის ესკალაცია მოხდეს. პარიზს მიაჩნია, რომ მართალია, რუსეთს ახლო აღმოსავლეთში ძველი გავლენა აღარ აქვს, მაგრამ მას მაინც შეუძლია არაბების ანტიდასავლური პოზიციების გაძლიერება, დასავლეთისა და აშშ-ის რესურსების წყალში გადაყრა და უკრაინისაგან მათი ყურადღების ახლო აღმოსავლეთზე უფრო მეტად გადატანა.

„რუსეთი ძალიან არის დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გაჭიანურებით. იმიტომ, რომ ჩვენი ყურადღება უფრო მეტად ისრაელსა და პალესტინას მიაპყროს და მოვლენების მიმართ საერთაშორისო პოზიცია შეცვალოს“, - ამბობს ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ხუთშაბათს თეთრ სახლში ჯო ბაიდენი ევროკომისიისა და ევროსაბჭოს თავმჯდომარეებს - ურსულა ფონ დერ ლაიენს და შარლ მიშელს შეხვდება, რომლის დროსაც ევროპელები და ამერიკელები შეეცდებიან ერთიანი პოზიციის შემუშავებას.

„ევროპა ამ სიტუაციაში არ უნდა აჩქარდეს“, - თქვა ზემოთ ხსენებულმა მინისტრმა, - ჩვენ, რა თქმა უნდა, ცოტა დავიბენით და რაღაც-რარაცეებში შეცდომები დავუშვით, მაგრამ ახლა უფრო უკეთესი კოორდინაცია გვაქვს ორივე მხარის უფლებების დაცვის საკითხებში“.

წყარო: https://www.ft.com/content/e0b43918-7eaf-4a11-baaf-d6d7fb61a8a5

 

თბილისი
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.