USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „აშშ წინააღმდეგია, რომ G7-ის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში გამოყენებული იყოს სიტყვები „რუსეთის აგრესია“
თარიღი:  179

აშშ წინააღმდეგია, რომ „დიდი შვიდეულის“ მიერ უკრაინის მხარდასაჭერ ტრადიციულ განცხადებაში რუსეთს „აგრესორი“ ეწოდოს“, - წერს ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით „აშშ წინააღმდეგია, რომ G7-ის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში გამოყენებული იყოს სიტყვები „რუსეთის აგრესია“ (ავტორები - ქრისტოფერ მილერი და ჰენრი ფოი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და მისი მოკავშირეების თვალსაზრისები, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში მოსკოვის პასუხისმგებლობის შეფასებისას, ერთმანეთს დაშორდა.

აშშ გამოვიდა იმის წინააღმდეგ, რომ „დიდი შვიდეულის“ (G7) განცხადებაში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მესამე წლისთავს უკავშირდება, რუსეთი აგრესორად იქნას მოხსენიებული. როგორც მთავრობის წრეებთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, ასეთი მიდგომით ვაშინგტონს შეუძლია საფრთხის ქვეშ დააყენოს მთელი ის ტრადიციული ერთიანობა, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები ავლენდნენ ხოლმე. მათივე თქმით, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი და შეთანხმებული არ არის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობა ვირტუალურ სამიტშიც, რომელიც ორშაბათს უნდა გაიმართოს.

აზრთა სხვადასხვაობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინა ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა და ვოლოდიმირ ზელენსკის „არავისგან არჩეული დიქტატორი“ უწოდა, ხოლო რუსეთის ლიდერი „დიდ შვიდეულში“ ისევ მიიწვია („დიდი რვიანის“ აღდგენის მიზნით).  ამერიკის წარმომდგენელმა შენიშვნა გამოთქვა ფრაზის „რუსეთის აგრესიისა“ და სხვა ანალოგიური ფორმულირებების გამო, რომლითაც G7-ის ლიდერები 2022 წლიდან სარგებლობენ.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები 24 თებერვალს ტრადიციულად აქვეყნებენ ხოლმე ერთობლივ განცხადებას უკრაინის მხარდაჭერის აღსანიშნავად - სწორედ ამ დღეს შეიჭრნენ რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე.

„ჩვენ გადაჭრით მოვითხოვთ, რომ აუცილებელია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ მიდგომები რუსეთისა და უკრაინის მიმართ. რუსეთისა და უკრაინის მოქმედების ხასიათი ერთნაირი არ არის“, - უთხრა „ფაინენშელ თაიმსს“ ერთ-ერთმა ევროპელმა ინფორმირებულმა ჩინოვნიკმა, - „ამერიკელებმა დაბლოკეს ფორმულირება „რუსეთის აგრესია“, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვიმედოვნებთ, რომ შევთანხმდებით“.

აშშ-ის საელჩომ კიევში „ფაინენშელ თაიმსის“ კითხვას არ უპასუხა და დუმილი ამჯობინა.

გასულ წელს „შვიდეულის“ ლიდერთა განცხადებაში „რუსეთის აგრესია“ ხუთჯერ იყო მოხსენიებული: „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დაუყონებლივ შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი, აგრეთვე სრულად და უსიტყვოდ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, - ნათქვამია 2024 წლის განცხადებაში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დაჟინებული მოთხოვნა G7-ის განცხადების ფორმულირების შერბილების მიზნით წარმოადგენს იმას, თუ როგორ არის შეცვლილი აშშ-ის პოლიტიკა: დღეს თეთრი სახლის აზრით, მიმდინარე საომარი მოქმედებები რუსეთ-უკრაინის „ომი“ კი არ არის, არამედ უკრაინაში „მიმდინარე კონფლიქტი“.

სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც თავის ბოლოდროინდელ შეტყობინებებში  ანალოგიურ გამოთქმებს იყენებს: ასე, მაგალითად, ერ-რიადში გამართული მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციაში ორჯერ ნახსენებია არა „რუსეთ-უკრაინის ომი“, არამედ „კონფლიქტი უკრაინაში“.

ეს ფორმულირება არსებითად განსხვავდება  იმ გამოთქმებისაგან, რომლებსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იყენებდა ხოლმე. ექს-პრეზიდენტის გუნდის ჩინოვნიკები ხშირად სარგებლობდნენ ფრაზებით „რუსეთის აგრესია“, „აგრესიული რუსეთი“, როცა საქმე ეხებოდა ევროპაში ყველაზე უდიდეს სამხედრო დაპირისპირებას მეორე მსოფლიო ომის დასრულების დროიდან.

„დიდი შვიდეულის“ განცხადებასთან დაკავშირებული დავა გაჩნდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს პირფერულად ასიამოვნა და კრემლის ბევრ მოთხოვნაზე დათანხმდა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მოსკოვ-ვაშინგტონის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით.

დონალდ ტრამპმა ასევე გაიმეორა რუსეთისათვის სასიამოვნო  მონაცემი, რომლის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი თითქოსდა მხოლოდ 4%-ს შეადგენს. არადა, ამ კვირაში კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტს მხარ უჭერს ქვეყნის მოსახლეობის 57%.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინიც თბილ რეაქციას გამოხატავს აშშ-ის ადმინისტრაციის შემრიგებლური ნაბიჯების მიმართ: „დღეს ამერიკის მხრიდან სრულიად სხვა ადამიანები მონაწილეობენ ჩვენთან შეხვედრებში, რომლებიც ყოველგვარი მიკერძოებისა და წარსულში გაკეთებულის „დაგმობების“ გარეშე მუშაობენ... ისინი ერთობლივი მიზნის შესასრულებლად არიან განწყობილნი“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.