USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ცინ განი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ჩინეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ყავს
Date:  455

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 57 წლის ცინ განი, რომელიც ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის სანდო თანაშემწედ ითვლება, საგარეო საქმეთა მინისტრად დეკემბერში დაინიშნა, მანამდე მას აშშ-ში ჩინეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.

მედიის ინფორმაციით, ცინ განს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი წინამორბედი, მმართველი „კომუნისტური პარტიის“ საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ვან ი შეცვლის, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი 2013-2022 წლებში იყო.

ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე მოხდა, რომელიც მოულოდნელად ჩაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ ცინ განი საჯაროდ ერთი თვეა არ გამოჩენილა, რისი მიზეზიც ამ დრომდე უცნობია.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way