ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 57 წლის ცინ განი, რომელიც ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის სანდო თანაშემწედ ითვლება, საგარეო საქმეთა მინისტრად დეკემბერში დაინიშნა, მანამდე მას აშშ-ში ჩინეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.
მედიის ინფორმაციით, ცინ განს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი წინამორბედი, მმართველი „კომუნისტური პარტიის“ საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ვან ი შეცვლის, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი 2013-2022 წლებში იყო.
ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე მოხდა, რომელიც მოულოდნელად ჩაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ცინ განი საჯაროდ ერთი თვეა არ გამოჩენილა, რისი მიზეზიც ამ დრომდე უცნობია.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.