USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Tbilisi
იმერული მუხის აღდგენის, დაცვისა და შენარჩუნების პროექტისთვის BP Georgia ₾1,6 მლნ-ს გამოყოფს
Date:  803

აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" მიერ, კომპანია BP Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობის - იმერული მუხის დაცვასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად - პროექტის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

"პროექტი ორი ფაზისგან შედგება: პირველ ფაზაში 1,4 ჰექტარზე დაირგო 5 000-მდე იმერული მუხის ნერგი, შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა და დამონტაჟდა 20 ტონიანი წყლის რეზერვუარი, ხოლო მეორე ფაზაში დაირგო 6 334 იმერული და ქართული მუხის ნერგი და დამონტაჟდა 200 ტონიანი სარწყავი წყლის რეზერვუარი.

ჯამურად, პროექტის ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილში, 7,4 ჰა ტერიტორიაზე დაირგვება 25 000 ძირი იმერული და ქართული მუხის ნერგი და მოეწყობა მცირე ზომის სანერგე. პროექტის ღირებულება 1 675 588 ლარს შეადგენს და ის 3 წლის განმავლობაში განხორციელდება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და "ბი პი საქართველოს" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმებული, რომელიც დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება. თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის აღდგენის შესაძლებლობის კვლევა მიმდინარეობს.

society
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way