USD 2.7311
EUR 3.1186
RUB 3.4561
Тбилиси
იმერეთში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
дата:  507

იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ტყიბულში, ხარაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია, მაღალმთიან სოფლებში კი 1 მეტრს. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ინტენსიურად იწმინდება საავტომობილო გზები. მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი.

ამასთან, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის პირველი ნომრის მიმდებარედ ჩამოშალა მიწის მასა, თუმცა შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შედეგად პრობლემა მალე აღმოიფხვრა.

მუნიციპალიტეტებში სადაც უამინდობაა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მუნიციპალური სამსახურები. უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტში დაიტბორა საკარმიდამო ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულები და სახლების სარდაფები. ინტენსიური წვიმის შედეგად სანიაღვრე არხები ვერ ასწრებდა წყლის ნაკადის გატარებას, რამაც საავტომობილო გზებზე შექმნა შეფერხებები.

რეგიონში, მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, მთელი დღის განმავლობაში სპეციალური ჯგუფები მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს არსებული ავარიული მდგომარეობის აღმოფხვრა. იმერეთში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები საჭიროებისამებრ გაგრძელდება.

 
Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати