USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
იმერეთში სტიქიამ ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა
Date:  694

მიყენებულ ზარალს ითვლიან იმერეთში. სტიქიამ იქ ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა. საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა.

სტიქიამ საცხოვრებელი სახლების ნაწილს სახურავები გადახადა, თითქმის სრულად გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები, ვაზი და ხეხილი. მოსახლეობის თქმით, სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და მათი მოსავლის 80 პროცენტი აღარ არსებობს.

სტიქიის ზონებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს აღწერითი სამუშაოები. ზარალის შესწავლიან, რასაც სათანადო რეაგირება მოჰყვება.

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way