USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
იმერეთის გუბერნატორი - ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და 4 სახლი მოიყოლა, ვეძებთ 6 ადამიანს - მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ცოცხალი ძალა
дата:  

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. მაშველები ამ დროისთვის 6 ადამიანს ეძებენ.

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, რომელმაც ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიქცია.

„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და პირველ რიგში, მინდა დაღუპულების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ფაქტია, რომ ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია 4 საცხოვრებელი სახლი. თავიდანვე ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის მონაცემებით, 1 ადამიანი ცოცხალია, სამწუხაროდ, 3-ის ცხედარი ვიპოვეთ და დანარჩენი 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, რომელსაც შეუძლია ამ ლოკაციაზე იმუშაოს, ცოცხალი ძალა და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სამუშაოებს,“ - აცხადებს შალამბერიძე.

ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. მაშველებმა 3 ცხედარი იპოვეს, ერთი ადამიანი კი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.

მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც:

"იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.
სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.
სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები."
Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати