USD 2.6095
EUR 3.0247
RUB 3.0923
Тбилиси
„იმაზე მეტი გვაქვს გაკეთებული, რაც კანონმდებლობით მოგვეთხოვება“ - გაგრძელდება თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობა
дата:  650

როგორ მოიპოვა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა, რის განხორციელებას აპირებს და რა გეგმები აქვს კომპანიას ამ და სხვა თემებზე „რადიო კომერსანტის“ გადაცემა პროფესიონალებში „ენკა რინიუებლზის“  წარმომადგენელმა ელენე  ღუბიანურმა ისაუბრა. იგი აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი კომპანიამ, თითქმის უკვე მზა მდგომარეობაში ჩაიბარა.  ღუბიანური განმარტავს, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე პროექტზე ენერგეტიკის ფონდი მუშაობდა, 2015 წელს კი როგორც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ასევე მშენებლობის ნებართვა მიიღეს.

სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანას იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ ამ მასშტაბის პროექტები თვითონ განახორციელოს, აქედან გამომდინარე გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი, სადაც 2017 წელს წელს გამარჯვებულად იმ დროინდელი „ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯია“ გამოცხადდა, მაშინ მფლობელების წილები ცოტა სხვანაირად იყო  დაკომპლექტებული, ამ კომპანიის 50%-ს ნორვეგიული „ქლინ ენერჯი“ ფლობდა, ხოლო 50-ს „ენკა“.  მას შემდეგ რაც 2019 წელს მთავრობასთან საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ამ პროექტის მშენებლობის და ოპერირებს ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, ენკამ  ნორვეგიული მხრიდან  წილი გამოისყიდა და დღეისათვის არა მხოლოდ სახელი, არამედ მფლობელიც შეცვლილია. პროექტი, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას მოიცავს და 800 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საკმაოდ მასშტაბურია და GDP- ის მიმართულებით დიდ წვლილს შეიტანს. ენკა საერთაშორისო დონის კორპორაციაა,რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 50 ფილიალი აქვს და 60-მდე ქვეყანაში ოპერირებს. მისი პორტფელი მოიცავს  არა მხოლოდ ენერგეტიკის, არამედ საკმაოდ მასშტაბურ მიმართულებებს, იქნება ეს მაგისტრალები, ავტობანები, უძრავი ქონება თუ სხვა. ენკაში 25 000 ადამიანია დასაქმებული. თვითონ ენერგეტიკის მიმართულებით მშენებლობის ნაწილში მისი პორტფოლიო დაახლოებით 27 ელექტროსადგურს მოიცავს, რომელიც  ჯამური დადგმული სიმძლავრით  22 000 მეგავატია, ხოლო თვითონ ენკა ფლობს რამდენიმე კობიდნირებული ციკლის სადგურს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 4 000 მეგავატია“, -  აღნიშნა ელენე ღუბიანურმა.

 ელენე ღუბიანურმა აღნიშნა, რომ ნამახვანჰესი „ენკას“- თვის პირველი მასშტაბური პროექტი არ არის და მან 2014-2019 წლებში BP-სთან ერთად სამხრეთ კავკასიის მილსადენების გაფართოების პროექტი წარმატებით განახორციელა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ენკას“- თვის საქართველო და საქართველოს მოსახლეობა უცხო არ არის. 

„ჩვენდა სამწუხაროდ, პროექტის განვითარების კუთხით მიწის და რიგის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული გვქონდა, რის შესაძლებლობასაც დღეისათვის არსებული მშენებლობის ნებართვა გვაძლევს. ნებართვის განახლებული ვერსიაც 2020 წელს გამოიცა. მოხდა პროექტის გარკვეული ოპტიმიზაცია. ის ნებართვები, რომელიც ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან გადმოგვეცა,  საჭიროებდა ცვლილებებს, შესაბამისად ამ განახლებული ცვლილებით მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები და დაახლოებით ოქტომბრის ბოლოდან პროექტის ოპონენტებმა  პროტესტის  საკმაოდ  რადიკალურ ზომებს მიმართეს. თავიდან გვეუბნებოდნენ, რომ მათ  გარემოს დაცვის მიმართულებით ჰქონდათ  გარკვეული შეკითხვები. მინდა ავღნიშნო, რომ პროექტის გადმობარების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან გვქონდა როგორც ინდივიდუალური , ასევე  ჯგუფური შეხვედრები. გარემოს დაცვის სამინსიტროს ორგანიზებით ტარდებოდა  საჯარო  განხილვები,სადაც  ყველა მხარეს ჰქონდა თავისი მოსაზრების და წუხილის გამოთქმის შესაძლებლობა. ჩვენ ამის საფუძველზე გარემოს დაცვის სამინისტრომ გარკვეული დამატებითი ინფორმაციის წარდგენაც მოგვთხოვა, ეს  ყველაფერი იყო საჯარო, რაც მოგვიანებით მათ გვერდებზე გამოქვეყნდა“, - აღნიშნა ელენე ღუბინაურმა.

 ღუბინაურის განმარტებით, ენკას იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, რაც კანონმდებლობით მოეთხოვებოდა და ასეთი პროტესტი ძალიან დიდ წუხილს და შეშფოთებას იწვევს კომპანიაში, რომელიც ამხელა ინვესტიციას ახორციელებს. ღუბინაურმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ  ენკას და ჰესების ოპონენტებს შორის კონსტრუქციული დიალოგი ვერ შედგა, რადგან ოპონენტებმა პროტესტის რადიკალურ  ზომებს მიმართეს.

„რამდენიმე თვის მანძილზე გვქონდა  შეფერხება, არ გვსურდა სიტუაციის დაძაბვა და ვცდილობდით ამ საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, სამწუხაროდ ეს ესე არ მოხდა და იანვრის ბოლოს უკვე  შესაბამის უწყებას მივმართეთ, რადგან ჩვენი უფლებები, მათ შორის  საკუთრების უფლება ყოფილიყო დაცული. იმისათვის, რომ ჩვენი საქმიანობა  გაგვეგრძელებინა საჭირო გახდა სამართალდამცავების ჩარევაც“ - აღნიშნა ელენე ღუბინაურმა.

თაკო კვაჭანტირაძე

წყარო:commersant.ge 

мир
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати