USD
EUR
RUB
თბილისი
იმ ჭაში არ უნდა ჩააფურთხო, საიდანაც წყალს სვამ - ვის ჭირდება არეულობა კავკასიაში?
თარიღი : 01.17.2023 13:53  185

ბოლო წლების მოვლენები მოწმობს იმაზე, რომ ამიერკავკასიის ძირითადი მოვლენები რუსეთის უშუალო მონაწილეობით ხდება. არა იმიტომ, რომ მოსკოვი სპეციალურად ერევა რეგიონში მიმდინარე პროცესებში თავისი მნიშვნელოვნობის საჩვენებლად ან ვინმესთვის რაიმეს მოსაკბეჩად, არამედ ბანალურად იმის გამო, რომ მის გარეშე არ გამოდის არსებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტა ან დაძაბულობის გრადუსის დაწევა, უპირველეს ყოვლისა, იმათი, რომლებიც აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაციას ეხება.


დღეს ერთი უმთავრესად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზეა დამოკიდებული. პრობლემის ისტორია კრგადაა ცნობილი: ბოლო დროს ამ საკითხის გადაწყვეტით დაკავებული იყო ეუთო-ს მინსკის ჯგუფი აშშ-ს, საფრანგეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობით. შემუშავდა მადრიდული პრინციპები, ყაზანის ფორმულა, ჩამოყალიბდა რუსეთის წინადადებები.


სამწუხაროდ, მუშაობის მრავალმხრივ ფორმატში ვერ მოხერხდა ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მიღება. აზერბაიჯანი და სომხეთი არ იყო მზად ორმხრივ დათმობებზე წასასვლელად და დიპლომატიურ დონეზე მკაცრ გელსიანობებს ცვლიდა არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიის კუთვნილების საკითხზე, რითაც რეგიონში არსებულ სიტუაციას მუდმივ დაძაბულობაში ინარჩუნებს.


ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზა, რომელიც აღწერს სომხეთის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას ამ თემასთან დაკავშირებით, გახდა BBC-ის ინტერვიუში ნ. ფაშინიანის გამონათქვამი: “არცახი სომხეთია, სომეხთა ქვეყანა”.


აბა, აზერბაიჯანი? რატომ არაა ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორია? ჩვენ გვგონია, რომ ეს ი. ალიევმაც იკითხა, როდესაც სომხეთის “სახალხო პრემიერის” მკვახე განცხადება წაიკითხა.


ამ კითხვაზე პასუხის სრულყოფილად გაცემა მან სავსებით მალე შეძლო, 2022 წლის 9 ნოემბერს, 44-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა დაიბრუნა თავის კონტროლ ქვეშ ყარაბაღის 5 რაიონი, ნ. ფაშინიანი კი შიდაპოლიტიკური სიტუაციის ძლიერი ტურბულენტობის პირობებში ძლივს გაჩერდა პრემიერის სავარძელში.


აღვნიშნოთ, რომ სრული განადგურებისგან და მთელი მთიანი ყარაბაღის დაკარგვისგან სომხეთი სწორედ რუსეთმა გადაარჩინა, რომელმაც შეძლო სისხლის ღვრის შეჩერება და მოლაპარაკდა ბაქოსა და ერევანთან დარეგულირების გაგრძელებაზე არა ზარბაზანის ცეცხლის ქვეშ, არამედ დიპლომატიურ დონეზე.


რუსეთმა გააგზავნა თავისი მშვიდობისმყოფელი კონტინგენტი, რომლის მთავარი ამოცანა გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის, ლაჩინის დერეფნის ზონაში.


კიდე ვინ გააკეთა რუსეთზე მეტი სომხეთისთვისა და მისი ხალხისთვის სომხეთის დასავლელი მეგობრებიდან? ვინ შეძლო აზერბაიჯანის არმიის გაჩერება მთიანი ყარაბაღის დედაქალაქის – სტეფანაკერტის – მისადგომებთან? არავინ!


მაშინ რატომ ივიწყებენ ასე მალე გადარჩენილი ნ. ფაშინიანი და სომეხი ხალხი ამის შესახებ, რატომ არ სურთ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების განცხადებების დებულებების შესაბამისად თავის თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება და რატომ უბიძგებენ ბაქოს “წითელი ხაზის” გადაწევისკენ?


პასუხი ნათელია – სომხეთის ხელმძღვანელობას არ გააჩნია საკუთარი პოზიცია და იმდენადაა დამოკიდებული დასავლეთზე, რომ ახლაც ცდილობს რუსეთზე დანაშაულის გადაბარებას თავისი უიღბლობისა და შეცდომების გამო.


ამის პირდაპირი დასტურია ლაჩინის დერეფანში ამ დღეებში შექმნილი ვითარება.


12 დეკემბრიდან გზა სტეფანაკერტი – გორისი, რომელიც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასა და სომხეთს ასერთიანებს, გადაკეტილია აზერბაიჯანელი გარემოსდაცვითი აქტივისტებისა და საზოგადო მოღვაწეების მასობრივი შეკრების შედეგად, რომლებიც ითხოვენ სომხების მიერ ყარაბაღის ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციის მიტოვებასა და პირობების შექმნას ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის მუშაობისთვის.


უდავოა, ეს არ არის აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სტიქიური აქცია, არამედ ბაქოს მკაფიო გათვლა ერევანზე ზეწოლის მოსახდენად, რომელიც ზამთრის პერიოდში ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის დაკონსერვირებასა და სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ვადების გადაწევას, რადგან მერყეობს საბუთის ვაშინგტონისა და მოსკოვის ვარიანტებს შორის.
ბაქოსთვის ბოლო წვეთი ასევე გახდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელმძღვანელო თანამდებობაზე რ. ვარდანიანის გამოჩენა, რომელმაც უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე, როგორც ის ამბობს, არცახის შენარჩუნების მიზნით.


რეალურად კი ნ. ფაშინიანისა და ა. ჰარუთუნიანის მდუმარე თანხმობით რ. ვარდანიანის სახელმწიფო მინისტრად დანიშვნა რუსეთისა და აზერბაიჯანის (ბაქომ არაერთხელ განაცხადა ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების წარმართვის მზადყოფნა მხოლოდ შეთანხმებულ ფიგურასთან) ერთმანეთთან დაჯახების მცდელობას ჰგავს, რითაც პასუხისმგებლობა მოიხსნა მიმდინარე მოვლენებზე და ყურადღება სხვა პრობლემებზე დაგაიტანა.


შედეგად, დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებების გზით რუსეთმა კიდევ ერთხელ შეძლო სომხეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლაჩინის დერეფნის განბლოკვის საკითხის გადაწყვეტა და, გარდა ამისა, მთიან ყარაბაღს გაზის ბლოკადა მოხსნა.


თუმცა მთიანი ყარაბაღის პრობლემის სრულყოფილ დარეგულირებამდე კიდევ ბევრი დარჩა და ჩვენ გვგონია, რომ მოსკოვს კიდევ არაერთხელ მოუწევს ბაქოსა და ერევანს შორის ხიდების გადება მხოლოდ იმიტომ, რომ ვერავინ სხვა ამას ვერ გააკეთებს.


რადგან მათ – ჩვენ სომხეთის დასავლელ მეგობრებს ვგულისხმობთ – მხოლოდ ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, ვერდიქტების გამოტანა, დაბრალება შეუძლიათ, ხოლო პრობლემების გადაწყვეტა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უფრო ფაქიზი სამუშაოა, რომელიც სიტუაციის გაგებასა და შესაბამის უნარჩვევებს ითხოვს.


ამ გზაზე მოსკოვს პროვოკაციები, ბრალდებები, მუქარები ელოდება, მაგრამ ასეთია მისი – ძლიერი სახელმწიფოს – გზა.
საბოლოო ჯამში, რსკ-ს შეუძლია რეგიონიდან წასვლა და რითი დამთავრდება ყველაფერი – მორიგი ომით, რომელიც ათასობით როგორც აზერბაიჯანული, ისე სომხური წარმოშობის ხალხისთვის ტრაგედია გახდება.


მათ კი, რომლებიც მის შეცვლას ცდილობენ (აშშ, ევროპის კავშირი და სხვები), უკვე აჩვენეს, თუ როგორ აგვარებენ პრობლემებს ავღანეთის, ერაყის, სირიის, ლიბიისა და ა.შ. მაგალითებზე და როგორ ტოვებენ თავის შემდეგ მხოლოდ ფერფლსა და ნგრევას.

წყარო:https://am-ge.thesouthcaucasus.org

მსოფლიო
«BBC news» (დიდი ბრიტანეთი): „სად არის მოსალოდნელი რუსეთის ახალი დარტყმა უკრაინაში“

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ რუსულმა სამსახურმა (BBC news russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სად არის მოსალოდნელი რუსეთის ახალი დარტყმა“ (ავტორი ილია აბიშევი), რომელშიც გაანალიზებულია უკრაინაში მოქმედი რუსეთის არმიის სავარაუდო შეტევის სავარაუდო მიმართულების პლუსები და მინუსები.

გთავაზობთ შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლისთავისა და გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ძლიერდება ხმები რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეტევაზე. პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ რუსეთის არმია თებერვალში ახალი ფართო შეტევისათვის ემზადება - „გასული წლის განმავლობაში განცდილი მარცხის ასანაზღაურებლად“.

როგორც გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) წერს, უკრაინის არმიის სამხედრო მრჩეველმა კორესპონდენტს აცნობა, რომ კიევმა მიიღო „ძალიან საიმედო სადაზვერვო მონაცემები რუსეთის არმიის შეტევის განზრახვის გეგმებზე - კრემლი ვარაუდობს, რომ შეტევა 10 დღეში უნდა დაიწყოს. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ სად უნდა ელოდოს უკრაინის არმია ახალ დარტყმას?

„ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური მიმომხილველი ილია აბიშევი სხვადასხვა ვარიანტებს იხილავს:

ა) ხერსონის მიმართულება

დნეპრის მარჯვენა ნაპირისაკენ შეტევა, საიდანაც რუსეთმა გასულ წელს უკან დაიხია, ალყაში რომ არ მოხვედრილიყო, ყველაზე ნაკლებსავარაუდოდ ითვლება. იმ დროს, როცა რუსეთმა, მსხვილი სამხედრო დაჯგუფების მიუხედავად, ხერსონის შენარჩუნება ვერ მოახერხა, ახლა მით უმეტეს, მის ხელახლა დაკავებას ვერ შეძლებს, მდინარე დნეპრზე გადასასვლელი ხიდები განადგურებულია. ამრიგად, ხერსონის მიმართულება რუსეთის ჯარის შეტევისათვის თვითმკვლელობას ნიშნავს.

ბ) კიევი, ჩერნიგოვი, სუმი

უკრაინის არმიას ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში შედარებით უფრო ძლიერი ტავდაცვითი ზღუდეები აქვს სექმნილი - ღრმა ეშელონური თავდაცვა. მით უმეტეს, რომ ამ რეგიონში გზები შედარებით ცოტაა და რაც არის, ისიც კარგად არის დანაღმული და საცეცხლე კონტროლშია მოქცეული. ცალკეული მცირე ტერიტორიების დაკავება უფრო ცუდია, ვიდრე კარგი. ეს უკვე გააცნობიერა რუსეთის არმიამ, რომელსაც უკრაინაში შეჭრის დროს სწორედ კიევის მიმართულებით განიცადა მარცხი და ქალაქი ვერ დაიკავა.

გ) ხარკოვის ოლქი

ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმზიდველია რუსეთის არმიისათვის უპირველესად იმიტომ, რომ ქალაქ კუპიანსკის ხელში ჩაგდებით დონბასში მოქმედი უკრაინის ჯარებს მომარაგების არხს გადაუჭრის. ხარკოვის ოლქი რუსეთს ესაზღვრება და შესაბამისად, რუსეთს შეუძლია ტავისტერიტორიაზე დიდი რაოდენობის ძალა დააგროვოს და შეტევის ბრძანების შემთხვევაში თავის ჯარ საიმედო ზურგი შეუქმნას. მაგრამ, რასაკვირველია, უკრაინა ითვალისწინებს რუსეთის ჯარის სავარაუდო შეტევის მიმართულებას და ამისთვის მზად არის. გარდა ამისა, კიევის არმიას შეუძლია რუსეთის ბელგოროდის ოლქში შეიჭრას.

დ) დონბასი

სალავიანსკ-კრამატორსკისა და უგლედარ-ალექსანდროვკის ხაზი რუსეთის არმიისათვის ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს. სრულიად შესაძლებელია, რომ რუსული სარდლობა სწორედ დონბასში განახორციელებს შეტევას. რატომ?

იმიტომ, რომ დონბასის ორი ოლქის - დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების (ე.წ. „სახალხოს რესპუბლიკების“) დაუფლებით რუსეთი თავის „პროგრამა-მინიმუმს“ მაინც შეისრულებს. სამხედროებს, რა ტქმა უნდა, ყოველთვის კონკრეტული მიზნები აინტერესებთ და არა ზოგადი მიმართულებები. რუსი გენერლები ბოლო დროს უკრაინის ძალების ე.წ. „ღრღნის ტაქტიკას“ ახორციელებნ შედარებით მცირე ქვედანაყოფების მეშვეობით - ისე, როგორც, ვთქვათ, „ვაგნერ-ჯგუფის“ მიერ სოლედარის შტურმის დროს მოხდა. ანუ შეიძლება ნელ-ნელა წინ წახვიდე, შეიძლება დაყოვნებულად, მაგრამ საბოლოოდ მაინც წარმატებას მიაღწიო. თუმცა, ცხადია, დანაკარგებს თავიდან მაინც ვერ აიცილებ, რომელიც ასეთი ტაქტიკის დროს ძალიან დიდია.

მართლაც მზადაა თუ არა უკვე რუსეთის არმიის სარდლობა შეტევის განსახორციელებლად? გამოიყენებს თუ არა მობილიზებულებს და „ვაგნერის ჯგუფის მებრძოლებს შეტევაში? ამას ახლო მომავალში ვნახავთ. წინ ცხელი ბრძოლებია მოსალოდნელი.

 მოამზადა სიმონ კილაძემ

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.