USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ილონ მასკმა დონალდ ტრამპის პირადი მრჩეველი ვაჭრობისა და წარმოების საკითხებში, პიტერ ნავარო “დაუნდობლად” და შეურცხმყოფელი ფრაზებით გალანძღა
Date:  391
ილონ მასკმა დონალდ ტრამპის პირადი მრჩეველი ვაჭრობისა და წარმოების საკითხებში, პიტერ ნავარო “დაუნდობლად” და შეურცხმყოფელი ფრაზებით გალანძღა:

“ნავარო ნამდვილად იდიოტია. რასაც ის ამბობს, ეს აშკარად სიცრუეა”.

“Tesla-ს აქვს სრულად ამერიკაში წარმოებული მანქანები. ნავარო აგურის ტომარზე უფრო სულელი ჩანს”.

“ნებისმიერი განსაზღვრებით, Tesla არის ყველაზე ინტეგრირებული ავტომწარმოებელი ამერიკაში, რომელიც ფლობს ყველაზე მაღალ წილს ამერიკული კომპონენტების გამოყენებით”.

ნავარომ შეიძლება ჰკითხოს თავისივე მოგონილ ყალბ ექსპერტს — რონ ვერას”.

რა თქვა ნავარომ ნავარომ ილონ მასკზე:

„ჩვენ ყველამ თეთრ სახლში (და ამერიკელ ხალხსაც ეს კარგად ესმის) ვიცით, რომ ილონი ავტომობილების მწარმოებელია. მაგრამ რეალურად ის არ არის ავტომობილების მწარმოებელი — ის არის ავტომობილების ამწყობი-შემკრები” .

"თუ წახვალთ მის ტეხასის ქარხანაში, აღმოაჩენთ, რომ ძრავების დიდი ნაწილი, რომელსაც ის იღებს (რომლებიც ელექტრომობილების შემთხვევაში ბატარეებია), მოდის იაპონიიდან და ჩინეთიდან. ელექტრონიკა მოდის ტაივანიდან”...

“რაც ჩვენ გვინდა — და აქ არის განსხვავება ჩვენს აზროვნებასა და ილონის შეხედულებებს შორის — არის ის, რომ გვინდა საბურავები დამზადდეს აკრონში, გვინდა გადაცემათა კოლოფი დამზადდეს ინდიანაპოლისში. გვინდა ძრავები დამზადდეს ფლინტსა და საგინაუში(მიჩიგანი) და გვინდა მანქანები აქ, ამერიკაში დამზადდეს."

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way