USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ილონ მასკმა ანტისემიტური პოსტის გამო X-ი სოლიდურ თანხა დაკარგა
თარიღი:  514

X-ი, რომელიც Twitter-ის სახელით იყო ცნობილი, მისი მფლობელის, ილონ მასკის ანტისემიტური პოსტის გამო, სავარაუდოდ, სარეკლამო შემოსავლიდან $75 მილიონს დაკარგავს. 

200-მდე კომპანიამ, როგორებიცაა Amazon, Coca-Cola და ა.შ. უკვე შეწყვიტა X-ის პლატფორმაზე რეკლამის განთავსება, ან ამას მომავალში აპირებს.

ილონ მასკმა კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც გასულ კვირას თავისსავე პლატფორმაზე დაეთანხმა პოსტს, რომელიც ამტკიცებდა, რომ გარკვეული ებრაული ჯგუფები თეთრკანიანი ადამიანების წინააღმდეგ სიძულვილის ნარატივის გაღვივებას ცდილობენ.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა Disney, Apple და IBM, უკვე განაცხადეს, რომ X-ზე რეკლამებს აღარ განათავსებდნენ. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც 2022 წელს ილონ მასკმა Twitter-ი შეიძინა და X-ად აქცია, პლატფორმის შემოსავალი საგრძნობლად დაეცა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის