USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
ილონ მასკის თქმით, 2050 წლისთვის, მარსზე ერთი მილიონი ადამიანი დასახლდება
Date:  866

ილონ მასკმა ტვიტერზე სამომავლო გეგმები გააზიარა. როგორც ტვიტების სერიაში ვკითხულობთ, ის 26 თვეში ერთხელ, 30 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, მარსისკენ 3 რაკეტის გაგზავნას გეგმავს და დასძენს, რომ შესაბამისად, წითელ პლანეტაზე უამრავი ახალი სამუშაო ადგილი გაჩდნება. გეგმის მიხედვით, მარსზე გამგზავრება უამრავი ადამიანისთვის იქნება შესაძლებელი. ერთ-ერთ ტვიტში კი მასკმა ისიც აღნიშნა, რომ ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს ამის სურვილი. ეს შესაძლებელი ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ მსურველს შესაბამისი თანხა არ აქვს. მასკი ამ კუთხით გამოსავალს სპეციალური სესხის აღებაში ხედავს.

მასკის თეორიაში, 1000 კოსმოსური ხომალდით, საშუალოდ, მარსზე 100 000 ადამიანის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. თუმცა, ეს უკანასკნელი არათუ თეორია, მასკის მიზანიცაა, როგორც მან ერთ-ერთი ტვიტის სახით განმარტა. ერთ-ერთმა ტვიტერის მომხმარებელმა მასკს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ 2050 წლისთვის მარსზე ერთი მილიონი ადამიანის გაგზავნას შევძლებდით. მასკმა უპასუხა – დიახ.

აღსანიშნავია, რომ მასკი ხაზს უსვამს კოსმოსური ხომალდების დედამიწიდან აფრენის ინტერვალებს. ეს იქნება 26 თვეში ერთხელ, ანუ მაშინ, როცა დედამიწასა და მარსს საუკეთესო ადგილმდებარეობები აქვთ პლანეტათაშორისი მგზავრობისთვის. უფრო კონკრეტულად, 26 თვეში ერთხელ, მარსისკენ ფრენები 30 დღე გაგრძელდება. როგორც დასაწყისში ვთქვით, მასკი ფიქრობს, რომ ამ პერიოდში, ყოველდღიურად 3 ხომალდის აფრენა იქნება შესაძლებელი. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ გარემოსთან დაკავშირებული შესაძლო რისკებიც… ცნობილია, რომ თითოეული კოსმოსური მისია დედამიწის ეკოლოგიურ მდგომარეობას აუარესებს. მართალია, ეს 26 თვეში ერთხელ, 30 დღის განმავლობაში, დღეში სამჯერ მოხდება, თუმცა, მაინც, როგორ აისახება ეს დედამიწაზე დარჩენილი მოსახლეობის გარემოზე?

წყარო:www.marketer.ge

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way