USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
ილონ მასკის ქონებამ $400 მილიარდს გადააჭარბა
Date:  1036

ილონ მასკი კაცობრიობის ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონების შეფასებამ $400 მილიარდს გადააჭარბა.

Bloomberg-ის მონაცემებით, ილონ მასკი $447 მილიარდის ქონებას ფლობს, რითაც მეორე ადგილზე მყოფ ჯეფ ბეზოსს თითქმის $200 მილიარდით უსწრებს, რაც დაახლოებით იმ მოცულობის თანხაა, რაც ალჟირის მთლიანი შიდა პროდუქტი. თავად ილონ მასკის ქონების შედარება ბანგლადეშის ეკონომიკასთან შეიძლება. მილიარდერი ქვეყანა რომ ყოფილიყო, მსოფლიოში 35-ე ადგილს დაიკავებდა.

წლის დასაწყისიდან დღემდე, ილონ მასკი ერთბაშად $218 მილიარდით გამდიდრდა, რაც პირდაპირ უკავშირდება იმ მხარდაჭერას, რომელიც მილიარდერმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს აღუთქვა. ილონ მასკი, როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი გახდა და მოგვიანებით, პოლიტიკაშიც ჩაერთო, რადგან ინაუგურაციის შემდეგ ის “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” ხელმძღვანელად დაინიშნება და ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტის $2 ტრილიონით შემცირებას შეეცდება.

მილიარდერის ქონების შეფასებამ ერთ დღეში $62.8 მილიარდით იმატა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ილონ მასკის გამდიდრების ფონზე, მსოფლიოს ხუთასი უმდიდრესი ადამიანის ქონების ჯამურმა შეფასებამ $10 ტრილიონს გადააჭარბა, რაც ასევე ისტორიაში პირველად მოხდა. შედეგად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჯამურად იმ მოცულობის აქტივებს ფლობენ, რამდენსაც გერმანიის, იაპონიის და ავსტრალიის მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამი უდრის.

ილონ მასკის ქონების შეფასების ზრდა, როგორც გითხარით, უმეტესწილად დონალდ ტრამპის ფაქტორს უკავშირდება, მაგრამ მილიარდერის გამდიდრება ასევე უკავშირდება მისი კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის შეფასების $350 მილიარდამდე გაზრდას, რითაც ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი გახდა. ილონ მასკი, როგორც ცნობილია, SpaceX-ის დამფუძნებელია და დაახლოებით 14%-იან წილს ფლობს, რომელიც, დღეს, $50 მილიარდადაა შეფასებული. SpaceX-თან ერთად, ბოლო პერიოდში მკვეთრად, კერძოდ 140%-ით გაძვირდა Tesla-ს აქციები, რაც ილონ მასკის მთავარი აქტივია.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way