USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Tbilisi
ილონ მასკი პირველი ადამიანია, რომლის ქონებამაც $500 მილიარდს გადააჭარბა
Date:  245

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ისტორიული ნიშნული გადალახა და გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომლის ქონებამაც $500 მილიარდს მიაღწია.

როგორც Forbes-ის მილიარდერების ინდექსი აჩვენებს, მასკის ქონება 500.1 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

ეს ზრდა განაპირობა, უპირველეს ყოვლისა, Tesla-ს აქციების ზრდამ და მის მფლობელობაში არსებული სხვა ტექნოლოგიური სტარტაპების, მათ შორის SpaceX-ისა და ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-ის ღირებულების მკვეთრმა მატებამ.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way