USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
ილონ მასკი ერთ დღეში 25 მილიარდი დოლარით გამდიდრდა
дата:  471

SpaceX–ისა და Tesla–ს დამფუძნებელი, ილონ მასკი ერთ დღე-ღამეში 25 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. ეს ერთი დღისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ამას მოწმობს სააგენტო Bloomberg-ისა და მის მიერ გამოთვლილი Bloomberg Billionaires Index-ის (BBI) მონაცემები.

BBI–ს მონაცემებით, მასკის კაპიტალი ახლა 174 მილიარდი დოლარია. ის მეორე ადგილზეა რჩება და ლიდერობას Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს უთმობს, რომლის კაპიტალი 180 მილიარდ დოლარის შეადგენს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბეზოსის ქონება 5,95 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

Forbes Real-Time–ის მონაცემებით, მასკის ქონება ერთ დღეში 22,6 მილიარდი დოლარით - 166,2 მილიარდ დოლარამდე (მეორე ადგილი) გაიზარდა, ბეზოსის - 5,9 მილიარდით - 179,9 მილიარდ დოლარამდე (პირველი ადგილი).

იანვრის დასაწყისში მასკი BBI–ს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში პირველ ადგილზე მოხვდა. თუმცა თებერვალში ის ისევ მეორე ადგილზე დაბრუნდა.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати