USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
ილონ მასკი - „პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს"
Date:  1187

„პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს, ცხადია“, - დაწერა მასკმა ტვიტერზე.

ტვიტს ეგვიპტეს საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ მასკი ქვეყანაში ჩავა და პირამიდების მშენებლების სამარხებს ნახავს, დარწმუნდება, რომ ნაგებობები ადამიანის შექმნილია.

მას ექსპერტებიც ეთანხმებიან და აზუსტებენ, რომ სამარხები 1990-იან წლებში აღმოაჩინეს. ცნობილმა არქეოლოგმა, ზაჰი ჰავასსმა მასკის სიტყვებს „სრული ჰალუცინაცია“ უწოდა.

„პირამიდების მშენებლების სამარხები მე აღმოვაჩინე და ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ადამიანები ეგვიპტელები იყვენენ, თანაც არა მონები“, - განაცხადა ჰავაასმა

მოგვიანებით მასკმა BBC History-ს ვებგვერდის მისამართი გააზიარა, რომელზეც პირამიდების მშენებლების ცხოვრება არის აღწერილი.

BBC-ს ეს სტატია ლოგიკურად აღწერს როგორ გააკეთეს ეს ყველაფერი“, - დაწერა მასკმა.

წყარო:https://www.bbc.com/news/world-africa-53627888

 

tbilisi
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

See all
Survey
By the way